სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ლომებთან გადამწყვეტი მატჩის წინ ერთ-ერთი ლიდერი დაუბრუნდა

სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ლომებთან გადამწყვეტი მატჩის წინ ერთ-ერთი ლიდერი დაუბრუნდა

ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან გადამწყვეტი, მესამე მატჩის წინ, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი დუეინ ვერმულენი დაუბრუნდა.

35 წლის რვა ნომერმა კოჭის ტრავმა ივნისის დასაწყისში მიიღო, რის შემდეგაც ოპერაცია ჩაუტარდა და იყო ვარაუდი, რომ "ლომებთან" გასამართ სერიას სრულად გამოტოვებდა. "სპრინგბოკსის" მთავარი მწვრთნელის ჟაკ ნინაბერის თქმით, ვერმულენი ნაკრებს კვირას შეუერთდა და ნახავენ, თუ რამდენად მზად არის გადამწყვეტ მატჩში სათამაშოდ. მისი თქმით, "სპრინგბოკსისთვის" ვერმულენის გამოცდილება ფასდაუდებელია, თუმცა ისინი არასდროს გარისკავენ, როდესაც საქმე მოთამაშის ჯანმრთელობას ეხება. 

გარდა ამისა, ჟაკ ნინაბერმა "შარქსის" 21 წლის ჰავბექს ჟადენ ჰენდრიკსს უხმო. "ლომებთან" სამმატჩიანი სერიის დასრულებისთანავე სამხრეთ აფრიკა რაგბი ჩემპიონშიპში ჩაერთვება და ნინაბერმა კიდევ ერთი ცხრიანის დამატება საჭიროდ ჩათვალა. 

ვერმულენს სამხრეთ აფრიკის ნაკრების კვართით 54-ჯერ უთამაშია და 2019 წლის მსოფლიო თასზე "სპრინგბოკსის" გაჩემპიონებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. 

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკის და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სამმატჩიან რაუნდში ფრე 1:1 არის და გადამწყვეტი მატჩი, რომელშიც სერიის გამარჯვებული გამოვლინდება 7 აგვისტოს კეიპ ტაუნში გაიმართება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"