ოიონამ 21 წლის ქართველი ბურჯი ერთი სეზონით გაანათხოვრა

ოიონამ 21 წლის ქართველი ბურჯი ერთი სეზონით გაანათხოვრა

"ოიონამ" 21 წლის ბურჯი ალექსი სვიანაძე სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ერთი სეზონით ფედერალ 1-ის "რუმილიში" გაანათხოვრა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ფრანგული სარაგბო გამოცემა Allrugby ავრცელებს.

ახალგაზრდა ქართველი ბურჯი "ოიონას" რიგებში გასულ სეზონში გამოჩნდა და პრო დ2-ის მატჩებში ორჯერ შეცვლაზე გამოჩნდა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ალექსი სვიანაძე რაგბიში ძიუდოდან გადაერთო. მას საქართველოს ჭაბუკთა ძიუდოისტთა ნაკრებში (90+ კგ წონით კატეგორიაში) უასპარეზია და წარმატებებისთვისაც აქვს მიღწეული: 2017 წელს პოლონეთის ქალაქ ბიელსკო ბიალაში და ბერლინში გამართულ ევროპის თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და სხვა ტურნირებზეც აქვს მედლები მოხვეჭილი. რაც შეეხება რაგბის, ის "ოიონაში" 2020 წელს "ლელო სარასენსიდან" მოხვდა.


"რუმილი" 2021/2022 წლების სეზონში ფედერალ 1-ის პირველ ჯგუფში იასპარეზებს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"