ოფიციალურად: აშშ შემოდგომის ტესტებზე ახალ ზელანდიას უმასპინძლებს

ოფიციალურად: აშშ შემოდგომის ტესტებზე ახალ ზელანდიას უმასპინძლებს

რამდენიმე დღის წინ, ახალზელანდიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა - აშშ-ის ნაკრები 23 ოქტომბერს ვაშინგტონში,  "ფედექს სთედიუმზე", რომელიც 82000 გულშემატკივარს იტევს, ახალი ზელანდიის ნაკრებს უმასპინძლებს.

New Zealand Herald-ის ცნობით, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი აღნიშნული ტესტ-მატჩის სანაცვლოდ დაახლოებით 2-3 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებს.

ცნობისთვის, აშშ-ის და ახალი ზელანდიის ნაკრებები ბოლოს ერთმანეთს 2014 წელს ჩიკაგოში შეხვდნენ და "ოლ ბლექსმა" დიდი სხვაობით 74:6 იმარჯვა.

უკვე გადაწყვეტილია, რომ აშშ 30 ოქტომბერს ლას ვეგასში ირლანდიას უმასპინძლებს, ხოლო ახალ ზელანდიას ოთხი მატჩი აქვს დადასტურებული - 30 ოქტომბერს კარდიფში უელსს ესტუმრებიან, 6 ნოემბერს იტალიას ეწვევიან, 13-ში დუბლინში ირლანდიას დაუპირისპირდებიან, ხოლო 20-ში "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთს ეთამაშებიან.   

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"