ოფიციალურად: ლუკა აზარიაშვილმა ბიარიცთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად: ლუკა აზარიაშვილმა ბიარიცთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ტოპ 14-ში აღზევებულმა "ბიარიცმა" ლუკა აზარიაშვილს ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა ქართველი ბურჯი 5-გზის ჩემპიონის ღირსებას 2023 წლამდე დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია ბასკური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

21 წლის აზარიაშვილი "ბიარიცში" 2020 წელს "მონპელიედან" გადავიდა და განვლილ პრო დ2-ში 20 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 12 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო. 

აზარიაშვილი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ და 2018 და 2019 წლების ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატებზე 7 შეხვედრა ჩაატარა. 

ლუკას გარდა, მომდევნო სეზონში "ბიარიცის" ღირსებას ვახტანგ ახობაძე, გიორგი ნუცუბიძე და თორნიკე ჯალაღონია დაიცავენ, ხოლო უჩა ჭეიშვილი "მონპელიეს" დაუბრუნდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"