როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
© Roger Sedres / Trysportimages
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში გამართული საერთაშორისო ტურნე მე-3 ადგილზე დაასრულა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დასკვნით მატჩში ურუგვაის ნაკრებს სძლიეს და ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისთვის (15:20) რევანში აუღეს.
საქართველომ პირველი ტაიმი 13:3 მოიგო, ხოლო მეორე ნახევარში გუნდებმა თითო ლელო გაიტანეს და მატჩი 20:8 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან ლელოების გატანა გიორგი მაისურაძემ, თორნიკე კახოიძემ და რატი ზაზაძემ მოახერხეს. ურუგვაელებმა ერთადერთი ლელოს გატანა მატჩის მიწურულს მოახერხეს.
ურუგვაი 22-ე წუთიდან 14 კაცით თამაშობდა, რადგან მათმა შუამარბმა ალონსომ წაქცეულ პეტრე ხუციშვილს თვალში თითი ატაკა და წითელი ბარათით დაისაჯა, ხოლო 30-ე წუთზე ბურთზე განზრახ ხელის ჩარტყმისთვის მოთამაშე გაუსინბინეს და 10 წუთით 13 კაცით დარჩნენ. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს კი დასკვნით მონაკვეთში ლუკა კვენეტაძე და საბა არჩვაძე გაუსინბინეს.
ამრიგად, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკაში გამართული ტურნირი ერთი მოგებით და სამი მარცხით დაასრულეს.
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.
ლონდონში "თვიქნემ სთედიუმზე" ერთმანეთს 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტები ინგლისი და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდნენ, რომელშიც
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ესპანეთში ფიჯისთან ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა.