მაისაშვილი: "ნიდერლანდებთან მატჩს განვიხილავთ როგორც მოსამზადებელ ეტაპს სამხრეთ აფრიკული ტურნეს წინ"

მაისაშვილი: "ნიდერლანდებთან მატჩს განვიხილავთ როგორც მოსამზადებელ ეტაპს სამხრეთ აფრიკული ტურნეს წინ"

© Georgian Rugby

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ნიდერლანდებთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობის დასახელების შემდეგ, მოახლოებულ თამაშზე კომენტარი გააკეთა.

"ბორჯღალოსანების" მთავარი მწვრთნელი მოხარულია, რომ ნიდერლანდებთან მატჩს თელავი უმასპინძლებს და ამ შეხვედრას სამხრეთაფრიკული ტურნესთვის მოსამზადებლად განიხილავს.

"მივესალმები რაგბის კავშირის ინიციატივას, რომ რაგბი რეგიონებში გავიდეს და გულშემატკივრებს ამ ტიპის თამაშების ხილვის შესაძლებლობა ჰქონდეს. კახეთი არაჩვეულებრივი მხარეა და სანაკრებო მატჩის თელავში გამართვა, რეგიონში რაგბის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. კოვიდ-პანდემიის გამო სტადიონზე მაყურებელთა მხოლოდ 30% დაიშვება და ვიმედოვნებ, რომ ისინი კარგი შთაბეჭდილებების ქვეშ იქნებიან.

რაც შეეხება შემადგენლობას, სამხრეთ აფრიკაში 32 მოთამაშე მიდის და სამატჩო რაზმი მათგან შეირჩა. გამომდინარე იქიდან, რომ მოთამაშეთა ნაწილმა კივიდ 19 გადაიტანა, სელექციისას ლიმიტირებული ვიყავით. 26 ივნისის შეხვედრას განვიხილავთ როგორც მოსამზადებელ ეტაპს სამხრეთ აფრიკული ტურნეს წინ. დიდი ხანია ერთად არ გვითამაშია და საჭიროა შეთამაშება", -
ციტირებს ლევან მაისაშვილის სიტყვებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"