ზურაბ ჟვანია და მიხეილ ნარიაშვილი ლიონის რადარზე?

ზურაბ ჟვანია და მიხეილ ნარიაშვილი ლიონის რადარზე?

ფრანგული გამოცემა Actu.fr წერს, რომ "ლიონი" ორი ქართველი მარცხენა ბურჯით ზურაბ ჟვანიათი და მიხეილ ნარიაშვილით ინტერესდება.

ზემოხსენებული წყაროს ცნობით, "პოს" მარჯვენა ბურჯმა მოჰამედ ბუგანმიმ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და "ლიონში" ვეღარ გადავა. აქედან გამომდინარე, ლიონური კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი ბურჯების პოვნა დაისახა მიზნად. აღნიშნულ პოზიციაზე მაღალი დონის მოთამაშეების პოვნა იოლი არ არის, გარდა ამისა, არსებობს "ჟიფის" ანუ ადგილობრივ მორაგბესთან გამათანაბრებელი სტატუსის ფაქტორიც.

Actu.fr-ის ცნობით, "ლიონის" სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რომ 31 წლის ხავიერ ჩოკი მარცხენა ბურჯიდან მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე გადაიყვანოს, ხოლო მარცხენა ბურჯის პოზიციაზე ორი ახალი მოთამაშე გაიფორმოს. ნახსენები გამოცემის ცნობით, რონა-ალპების დეპარტამენტის კლუბი ქართველი ბურჯების ზურაბ ჟვანიას და მიხეილ ნარიაშვილის სამსახურით ინტერესდება. 

ჟვანია, რომელსაც ტოპ 14-ში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, "უოსპსი" გუშინ დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა, ხოლო მიხეილ ნარიაშვილს "მონპელიესთან" ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა Actu.fr წერს, რომ, შესაძლოა, კლუბის დატოვების საშუალება ნაადრევად მისცენ, რადგან "მონპელიეს" ენცო ფორლეტა და გრეგორი ფიშტენი ჰყავს, რომლებსაც კლუბის სამწვრთნელო შტაბი ენდობა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო სეზონიდან "ლიონის" რიგებში ბექა საღინაძეს და დავით ნინიაშვილს ვიხილავთ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"