ფრანგული პრესა: ლუკა ჭელიძე ტულონს დატოვებს და კარიერას ბაიონში განაგრძობს

ფრანგული პრესა: ლუკა ჭელიძე ტულონს დატოვებს და კარიერას ბაიონში განაგრძობს

ცნობილი ფრანგული გამოცემა "მიდი-ოლიმპიკი" იუწყება, რომ 20 წლის ბურჯი ლუკა ჭელიძე "ტულონს" დატოვებს და კარიერას "ბაიონში" განაგრძობს, რომელიც ტოპ 14-ში დარჩენისთვის საპლეიოფო მატჩში დღეს "ბიარიცს" ეთამაშება და ეს შეხვედრა გადაწყვეტს, გაისად ტოპ 14-ში ითამაშებს თუ პრო დ2-ში ბასკური კლუბი.

ჯერჯერობით უცნობია, ჭელიძე იჯარით შეუერთდება ახალ კლუბს თუ სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს.

ცნობისთვის, ჭელიძეს "ტულონის" ძირითად გუნდში დებიუტი 2019/2020 წლების სეზონში ჰქონდა, ხოლო წლევანდელ სეზონში 11 შეხვედრის ჩატარება მოუწია.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"