სისხლის დონაცია - შალვა სუთიაშვილი თანაგუნდელებთან ერთად საქველმოქმედო აქციას შეუერთდა

სისხლის დონაცია - შალვა სუთიაშვილი თანაგუნდელებთან ერთად საქველმოქმედო აქციას შეუერთდა

"ანგულემი" დღეს საქველმოქმედო აქციას შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც მოხალისეების მიერ სისხლის დონაცია ხდება.

"ანგულემის" მხრიდან სისხლი გაიღეს - მორაგბეებმა შალვა სუთიაშვილმა, კუენტინ ვიტმა და ბატისტ გაიმ, ადმინისტრაციიიდან ანტუან როჟერმა და კრისტელ ლივერტუმ, ხოლო სამწვრთნელო შტაბიდან - ტანგუ კერდერნმა. 

შეგახსენებთ, რომ 37 წლის შალვა სუთიაშვილი, რომელიც "ანგულემში" 2015 წლიდან თამაშობს (108 მატჩი, 8 ლელო), შარანტაში კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში ითამაშებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

26-წლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის აია საქართველოს ჩემპიონია!
ზურაბ ჟვანია და მიხეილ ნარიაშვილი ლიონის რადარზე?
წინათქმა, დიდი 10-ის ფინალი: აია VS ბათუმი
ფრანგული პრესა: ლუკა ჭელიძე ტულონს დატოვებს და კარიერას ბაიონში განაგრძობს