სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოსთან მატჩებს გამოტოვებს

სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოსთან მატჩებს გამოტოვებს

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მესამეხაზელი დუეინ ვერმულენი საქართველოსთან გასამართ ორივე ტესტ-მატჩს გამოტოვებს.

ვერმულენმა, რომელსაც 3 ივლისს 35 წელი შეუსრულდება, გასულ პარასკევს პრო 14-ის ცისარტყელას თასის მორიგ ტურში "სტორმერსთან" მოგებულ (31:27) მატჩში ტრავმა მიიღო და 32-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია. კოჭის დაზიანება სერიოზული გამოდგა და დღეს ვერმულენს ოპერაცია ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო კურსი მინიმუმ 5 კვირა გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან 2 და 9 ივლისს გასამართ ტესტ-მატჩებს გამოტოვებს, ხოლო შეძლებს თუ არა ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების წინააღმდეგ თამაშს, ეს აღდგენით პროცესზეა დამოკიდებული.

ჯერჯერობით სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჟაკ ნინაბერს ვერმულენის შემცვლელი არ გამოუძახებია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, "სპრინგბოკსის" გასაძლიერებლად სამშობლოში დაბრუნებული მარსელი კუციაა მზად. 

ვერმულენის გარდა, მსოფლიო ჩემპიონების შეკრებაზე ჯერჯერობით არ შესულან "მანსტერის" მორაგბეები მეორეხაზელი არხი სნეიმანი და შუამარბი დამიან დე ალენდე. ისინი ირლანდიაში თანაგუნდელებთან ერთად პიკნიკზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც საწვავით სავსე ავზი აუფეთქდათ და მორაგბეებმა დამწვრობები მიიღეს. მათ ზედაპირული დამწვრობები აქვთ მიღებული და პარასკევს დამწვრობის სპეციალისტთან გაივლიან შემოწმებას, რის შემდეგაც გადაწყდება, თუ როდის შეძლებენ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან შეერთებას.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"