ქართული სატრანსფერო სიახლეები, რომლებიც 8 ივნისს განხორციელდა

ქართული სატრანსფერო სიახლეები, რომლებიც 8 ივნისს განხორციელდა

გაგაცნობთ 8 ივნისს მომხდარ ქართულ სატრანსფერო სიახლეებს საფრანგეთის ჩემპიონატის სხვადასხვა დივიზიონებში.

ნასიონალი

1) 33 წლის მიშა კელენჯერიძემ "დაქსი" დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. მან "დაქსში" ერთი სეზონი გაატარა და ნასიონალში 6 შეხვედრა ჩაატარა. 



2) 27 წლის მესამეხაზელმა გიო სორდიამ "კონიაკთან" კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა. სორდია "კონიაკს" 2020 წელს "შამბერიდან" შეუერთდა და წლევანდელ ნასიონალში ძირითად შემადგენლობაში 10-ჯერ ითამაშა.



3) 36 წლის ბურჯი კახაბერ კობერიძე კარიერას "სიურენში" განაგრძობს. ვეტერანმა პირველხაზელმა უკანასკნელი სამი სეზონი "ნიცას" რიგებში გაატარა. 



ფედერალ 1

4) 28 წლის მეორეხაზელმა მერაბ გეწაძემ "ტრელისაკი" დატოვა და კარიერას ასევე ფედერალ 1-ის "კაორში" განაგრძობს.

ფედერალ 2

ბურჯი კახა უგულავა ფედერალ 2-ის "ფრეჟიუს სენტ-რაფაელში" ფედერალ 3-ის "იუზესიდან" გადავიდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"