ჭიათურაში ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობა იგეგმება

ჭიათურაში ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობა იგეგმება

ჭიათურაში ახალი სარაგბო სტადიონის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნულ ინფორმაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს. 

გუშინ ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, რაგბის კავშირის გამგეობის წევრმა გაიოზ მონიავამ, არქიტექტორმა სანდრო ჩხენკელმა, 27-ე სპორტული სკოლის წარმომადგენლებმა, ვეტერანმა და ახალგაზრდა მორაგბეებმა ჭიათურაში ის ადგილი მოინახულეს, სადაც ახალი სარაგბო სტადიონი უნდა აშენდეს.აღნიშნული პროექტისთვის ტერიტორია გაგარინის ქუჩაზეა გამოყოფილი (ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის ტერიტორია). დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ორი სტადიონის მშენებლობა. ერთი მათგანი სტანდარტული ზომის, მეორე კი - შედარებით პატარა იქნება. 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე უნდა შეიქმნას ტოპოგრაფიული რუკა, მოხდეს არსებული ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა და დასკვნის საფუძველზე დაიწყოს პროექტირება.

"ჭიათურაში 40 წელია, რაც რაგბი არსებობს და უნდა ითქვას, რომ ჭიათურელ სპორტსმენებს დიდი ღვაწლი მიუძღვით საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებაში. სამწუხაროდ,ამდენი წელია, მათ არ აქვთ საკუთარი სტადიონი და ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა პრიორიტეტი ჭიათურაში სტადიონის აშენებას მივანიჭეთ. შესანიშნავი ადგილია, რაც ვნახეთ. იმედია,2-3 თვეში მომზადდება პროექტი და დავიწყებთ სტადიონის მშენებლობას” - აღნიშნა რაგბის გამგეობის წევრმა გაიოზ მონიავამ.  

"სპორტის ნებისმიერი სახეობის განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. მით უფრო,როცა საქმე რაგბს ეხება. ჭიათურელმა მორაგბეებმა არაერთხელ დაამტკიცეს თავიანთი შესაძლებლობები, მაგრამ ამ პოტენციალს მეტი განვითარება სჭირდება. ამას ისახავს მიზნად ახალი სტადიონის მშენებლობა, რაც იმედია, ხელს შეუწყობს ჩვენს მუნიციპალიტეტში რაგბის პოპულარიზაციას” - განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.

ცნობისთვის, ჭიათურის "იმერეთი" წლევანდელ სეზონში პირველ ლიგაში ასპარეზობდა, თუმცა გუნდმა წარუმატებელი შედეგები აჩვენა, ჩემპიონატი ქვედა ექვსეულში მეოთხე პოზიციაზე დაასრულა და რეგიონულ ლიგაში გავარდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"