ოფიციალურად: დავით მესხმა ენისეისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად: დავით მესხმა ენისეისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

© Rugby.ru

დავით მესხმა რუსეთის ჩემპიონ "ენისეისთან" ხელშეკრულება გაახანგრძლივა, რომლის თანახმადაც კრასნოიარსკული კლუბის ღირსებას 2022 წლის ბოლომდე დაიცავს.

23 წლის გარემარბმა განვლილი რუსეთის ჩემპიონატი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და "ენისეის" გაჩემპიონებაში დიდი წვლილი შეიტანა. მესხმა ორ ნახევარფინალურ მატჩში "კრასნი იარს" სამი ლელო გაუტანა, ხოლო ფინალში პენზას "ლოკომოტივს" ერთი ლელო დაუდო და უდავოდ, წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე გახლდათ. 

მესხი "ენისეის" 2019 წელს თბილისის "არმიიდან" შეუერთდა. მან 2019/2020 წლებში ჩელენჯ თასზეც ითამაშა და 6 მატჩში 2 ლელო გაიტანა, ხოლო 2016 და 2017 წლებში უმცროსი ბორჯღალოსნების რიგებში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული. 

ქართველი მორაგბის გარდა, რუსეთის 11-გზის ჩემპიონთან კონტრაქტი ასევე 2022 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა 23 წლის სამხრეთაფრიკელმა ფულბექმა ერლ დოუვრიმ, რომელიც "ენისეის" აგრეთვე 2019 წელს შეუერთდა. ის "ბლუ ბულზის" სარაგბო სკოლის აღზრდილია და სუპერსპორტ რაგბი ჩელენჯზე გამართულ 12 მატჩში 89 ქულის გატანა მოახერხა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"