საქართველოს ნაკრებს ზაფხულის ტესტებისთვის კიდევ ერთი მორაგბე გამოაკლდა

საქართველოს ნაკრებს ზაფხულის ტესტებისთვის კიდევ ერთი მორაგბე გამოაკლდა

© David Fitzgerald

საქართველოს ნაკრების ზაფხულის ტესტებისთვის კიდევ ერთი მორაგბე გამოაკლდა. 

აქამდე ცნობილი იყო, რომ ტრავმების გამო ივნის-ივლისში გასამართ ტესტებს მიხეილ ნარიაშვილი, ბექა გორგაძე და სოსო მათიაშვილი გამოტოვებდნენ, ხოლო გუშინ ცნობილი გახდა, რომ თამაშს ლაშა ჯაიანიც ვერ შეძლებს. 

ამის შესახებ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა "სპორტი იმედზე" სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ჯაიანს კუნთი აქვს დაზიანებული, სავარაუდოდ ოპერაცია დასჭირდება და რამდენიმე თვე გაუცდება. 

შეგახსენებთ, რომ "უოსპსის" 23 წლის მეორეხაზელს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა და მას შემდეგ 11 კეპის მოხვეჭა მოასწრო.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"