ბაჩო ხურციძე: "ეს უმნიშვნელოვანესი ტურნირია"

ბაჩო ხურციძე: "ეს უმნიშვნელოვანესი ტურნირია"

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქალაქი სტელენბოში 20-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას ოთხი გუნდი, მათ შორის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მიიღებს.

უმცროსი ბორჯღალოსნების გარდა, ტურნირზე მასპინძელის სამხრეთ აფრიკის, არგენტინის და ურუგვაის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის ბაჩო ხურციძის აზრით, სამხრეთ აფრიკაში გასამართი ტურნირი უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის უმნიშვნელოვანესია.

"ეს უმნიშვნელოვანესი ტურნირია, რადგან ყველა წარმატება, რასაც ამ ასაკში ვაღწევთ, ნაწილობრივ სწორედ მსგავსი მაღალი დონის ტურნირებში მონაწილეობის შედეგია. სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირთან სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, ამ ტურნირზე წლებია დავდივართ. გარდა ამისა, ამ ურთიერთობას უკავშირდება ეროვნული გუნდის ტურნე სამხრეთ აფრიკაში და ქართული ფრანჩაიზის შესაძლო ჩართვა სამხრეთ აფრიკულ ჩემპიონატში. მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურნირის ერთ-ერთი მხარდამჭერი და დამფინანსებელი მსოფლიო რაგბია", - ციტირებს ხურციძის სიტყვებს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"