ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი ისტორიულ საინვესტიციო შეთანხმებასთან ერთ ნაბიჯშია

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი ისტორიულ საინვესტიციო შეთანხმებასთან ერთ ნაბიჯშია

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი ამერიკულ საინვესტიციო კომპანია Silver Lake-თან შეთანხმებასთან ძალიან ახლოსაა, რამაც, შესაძლოა, მსოფლიოში სარაგბო დღის წესრიგი მთლიანად შეცვალოს.

შესაძლო გარიგების თანახმად, ზემოხსენებული კომპანია ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის აქციების 12.5%-ის მფლობელი გახდება, რაშიც 387.5 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის. ადგილობრივი პრესის ცნობით, ახალი ზელანდიის პროვინციების 26 რაგბის კავშირმა და მაორების რაგბის საბჭომ აღნიშნულ წინადადებას ერთხმად დაუჭირა მხარი და შეთანხმება კიდევ უფრო რეალური გახდა.

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა პანდემიის დაწყების შემდეგ დაახლოებით 20 მილიონი დოლარი იზარალა. ამ შეთანხმების შემდეგ კი, მათი ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გამოსწორდება და სულ სხვა ეტაპზე ავა, რაც მათ მრავალი საინტერესო პროექტის განხორციელების საშუალებას მისცემს. 

ერთადერთი, ვინც აღნიშნულ შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა, ეს ახალი ზელანდიის მორაგბეთა ასოციაცია გახლავთ. მათი არგუმენტის ის გახლავთ, რომ მსგავსი ინვესტიციები თამაშში სარაგბო სულისკვეთების დაქვეითებას გამოიწვევს და ბიზნესზე ორიენტირებული გახდება, რაც სარაგბო პრინციპებს ეწინააღმდეგება. 

მორაგბეთა ასოციაციას არ ეთანხმება ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის თავმჯდომარე ბრენტ იმპი, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს იქნება რაგბისთვის ისტორიული ინვესტიცია კერძო კაპიტალის მხრიდან.

"ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი პროვინციების რაგბის კავშირებმა და მაორების რაგბის საბჭომ აღიარეს კერძო კაპიტალის მნიშვნელობა შემოსავლის წარმართვაში და ინვესტიციების განხორციელებაში, რამაც უნდა უზრუნველოს რაგბის გადარჩენა და აყვავება მომავალში. Silver Lake-თან შეთანხმება წარმოადგენს ჩვენი თამაშის ტრანსფორმაციის შესაძლებლობას და ეს უნდა გავითვალისწინოთ", - განაცხადა მან.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"