ტულონს ოლ ბლექსის ვეტერანი მორაგბეები დატოვებენ

ტულონს ოლ ბლექსის ვეტერანი მორაგბეები დატოვებენ

ახალი ზელანდიის ნაკრების ვეტერანი შუამარბები, 38 წლის მა'ა ნონუ და 35 წლის ისაია ტოეავა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "ტულონს" დატოვებენ - აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ფრანგული სარაგბო გამოცემა "მიდი-ოლიმპიკი" ავრცელებს.

როგორც ირკვევა, "ტულონის" ხელმძღვანელობას გუნდის გაახალგაზრდავება სურს და ახალი შუამარბების დამატებას გეგმავენ.

ლეგენდარული მა'ა ნონუ "ტულონში" 2015-2018 წლებში თამაშობდა, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და "ბლუზში" ჩაირიცხა, მალევე კი ამერიკას მიაშურა, სადაც "სან დიეგოში" ასპარეზობდა, სადაც 4 მატჩის ჩატარება მოუწია, რადგან პანდემიის გამო 2020 წლის აშშ-ის ჩემპიონატი შეწყდა. საბოლოოდ, ნონუ 2020 წელს "ტულონს" სამედიცინო ჯოკრის სტატუსით დაუბრუნდა. მას ხმელთაშუაზღვისპირელთა რიგებში 90-ჯერ უთამაშია და 14 ლელოს გატანა მოახერხა. ნონუს "ოლ ბლექსის" კვართი 2003-2015 წლებში 103-ჯერ აქვს მორგებული და 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასების გამარჯვებულია. 

რაც შეეხება ტოეავას, ის "ტულონს" 2019 წელს "კლერმონიდან" შეუერთდა და 15 მატჩში 2 ლელოს გატანა მოახერხა. მას ახალი ზელანდიის ნაკრებში 2005-2011 წლებში 36-ჯერ უთამაშია და 8 ლელოს გატანა მოახერხა. ტოეავა 2011 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა, რის შემდეგაც სამშობლო დატოვა და ჯერ იაპონიისკენ, შემდეგ კი საფრანგეთისკენ აიღო გეზი.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"