საქართველოს ნაკრებს რუმინეთთან მატჩისთვის ძირითადი შემადგენლობის ორი მორაგბე უბრუნდება

საქართველოს ნაკრებს რუმინეთთან მატჩისთვის ძირითადი შემადგენლობის ორი მორაგბე უბრუნდება

საქართველოს ნაკრები 28 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე შეხვედრას გამართავს. "ბორჯღალოსნები" პირველ საშინაო შეხვედრას ჩაატარებენ და "მიხეილ მესხზე" რუმინეთს დაუხვდებიან.

"ბორჯღალოსნები" მომდევნო მატჩისთვის შევარდენის სარაგბო ბაზაზე ემზადებიან და მათ რიგებში კარგი ამბებია - გუნდს დაუბრუნდნენ ჰავბექი ვასილ ლობჟანიძე და მესამეხაზელი ბექა საღინაძე. ლობჟანიძეს 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე არ უთამაშია და ბოლოს 7 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ ითამაშა, ხოლო საღინაძე პორტუგალიასთან მატჩში დაშავდა და ორი შეხვედრის გამოტოვება მოუწია. ტრავმა მოიშუშა დებიუტანტმა ნიკა აბულაძემ, ხოლო გურამ გოგიჩაშვილი შეთანხმების თანახმად "რასინგ 92"-ს დაუბრუნდა და "მუხებთან" მატჩში არ იქნება. 

რუმინეთთან მატჩი კვირას თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება. 

საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევიცაა, სამივე საგარეო მატჩი მოიგო და ტურნირს დამაჯერებლად 14 ქულით ლიდერობს. როგორც იცით, საფრანგეთში გასამგზავრებელ საგზურს ორი გუნდი პირდაპირ მოიპოვებს, ხოლო მესამე ადგილოსანი რეპეშაჟში გადაინაცვლებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"