როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
შაბათს 6 ერის და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩები გაიმართა, რამაც "მსოფლიო რაგბის" რეიტინგში ცვლილებები გამოიწვია.
საფრანგეთის ნაკრებმა უელსის შინ დამარცხებით (32:30) 0.53 ქულა გამოიმუშავა და მესამე პოზიციაზე დაბრუნდა, რომელიც გასულ კვირას დაკარგა. თავის მხრივ, 0.53 სარეიტინგო ქულა დაკარგა უელსმა და მეხუთედან მეექვსე ადგილზე დაქვეითდა.
ინგლისის ნაკრები გასვლაზე ირლანდიასთან დამარცხდა (18:32) და 0.97 სარეიტინგო ქულა დაკარგა. შესაბამისად, მესამე პოზიცია საფრანგეთს დაუთმო. ირლანდიამ კი 0.97 ქულის გამომუშავებით უელსს გადაუსწრო და მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა.
საქართველოს ნაკრებმა სტუმრად რუსეთის ძლევით (23:6) აქტივში 0.42 ქულა შეიმატა და 73.73 ქულა დააგროვა. "ბორჯღალოსნები" მე-12 პოზიციას იკავებენ.
რუმინეთმა შინ ესპანეთი დაამარცხა (22:16) და 0.85 ქულა მოიხვეჭა. შესაბამისად, მათ პოზიციები გაცვალეს - რუმინეთმა მე-18 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ესპანეთი მე-19 საფეხურზე დაქვეითდა. 0.42 სარეიტინგო ქულა დაკარგა რუსეთმა, თუმცა მეოცე ადგილი შეინარჩუნა.
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.
ლონდონში "თვიქნემ სთედიუმზე" ერთმანეთს 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტები ინგლისი და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდნენ, რომელშიც
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ესპანეთში ფიჯისთან ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა.