სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები მეორედ დაახარვეზა და ამჯერად, პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე არ დაარეგისტრირა.
სარეგისტრაციო ცვლილებების შესახებ, საჯარო რეესტრში განცხადება რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ გოჩა მაჭავარიანმა შეიტანა, რომელშიც მოთხოვნილია სუბიექტის რეგისტირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დღეს 20:56 საათზე თავის ვებგვერდზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელშიც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ იქნა გადაწყვეტილება მიღებული.
განცხადებაში ნათქვამია: 1) დგინდება, რომ ყრილობაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კავშირის პრეზიდენტის არჩევის, გამგეობის ახალი შემადგენლობის განსაზღვრისა და წესდების საკითხთან დაკავშირებით (ყრილობის ოქმს თან ერთვის წესდება). წარმოდგენილი კრების ოქმის თანახმად, ყრილობის დღის წესრიგში წესდების მიღების საკითხი გათვალისწინებული არ იყო. 2) ყრილობის ოქმში მითითებულია, რომ 'დღის წესრიგის მე-8 საკითხთან დაკავშირებით თავმჯდომარემ კრებას წარუდგინა კავშირის წესდების პროექტი. კენჭისყრის შედეგად გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული'. კრების ოქმის თანახმად, დღის წესრიგის მე-8 საკითხად განსაზღვრულია 'სხვა საკითხები' და არ არის აღნიშნული, რომ კრებაზე უნდა მომხდარიყო წესდების დამტკიცება; 3) სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილია კავშირის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის განხორციელება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. მათ შორის, წესდების რეგისტრაცია. აღნიშნულის საფუძვლად განცხადებაზე თანდართულია კავშირის წესდების ახალი რედაქცია, რომელშიც აღნიშნულია რომ წესდება დამტკიცდა ა(ა)იპ ,,საქართველოს რაგბის კავშირის' 2021 წლის 10 მარტის კრების ოქმით. თუმცა, აღნიშნული კრების ოქმით არ დგინდება, რომ კავშირის ყრილობის დღის წესრიგის საკითხს წარმოადგენდა წესდების ახალი რედაქციის მიღება. ყრილობის ოქმში აღნიშნულია, რომ ,,დღის წესრიგის მე-8 საკითხთან დაკავშირებით თავმჯდომარემ კრებას წარუდგინა კავშირის წესდების პროექტი’’. კრების ოქმის თანახმად, დღის წესრიგის მე-8 საკითხად განსაზღვრულია ,,სხვა საკითხები’’. დღის წესრიგით არ არის განსაზღვრული ორგანიზაციის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტის - წესდების დამტკიცების საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება, რომ ხმის უფლების მქონე ყველა პირი ინფორმირებული იყო კრებაზე განსახილველ საკითხებთან, კერძოდ, წესდების ახალი რედაქციით დამტკიცებასთან დაკავშირებით.
როგორც განცხადებიდან ირკვევა, რეესტრის მთავარი პრეტენზია წესდების ცვლილებას ეხება.
საჯარო რეესტრის დასკვნა:
4.1. საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, მარეგისტრირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია წესდების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის ნაწილში არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს.
4.2. საჯარო მმართველობის სფეროში კანონიერების პრინციპის დაცვის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვიტა:
4.2.1. შეჩერდეს სარეგისტრაციო წარმოება.
4.2.2. დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვროს - 30 კალენდარული დღე.
4.2.3. უფლებამოსილი პირის მიერ, დამატებით წარმოსადგენია დაზუსტებული სარეგისტრაციო მოთხოვნა კავშირის პრეზიდენტისა და გამგეობის შემადგენლობის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ხოლო, თუ დაინტერესებული პირის ინტერესს ამავდროულად წარმოადგენს კავშირის წესდების ახალი რედაქციის რეგისტრაცია ასეთ შემთხვევაში, წარმოსადგენია უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული კანონმდებლობისა და რეგისტრირებული წესდების შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტი.
4.2.4. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
4.2.5. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მომსახურებისთვის გადახდილი საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
4.2.6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
იხილეთ სრულად რეესტრის გადაწყვეტილების შესახებ
საჯარო რეესტრში 10 მარტის ყრილობასთან დაკავშირებით საჩივარი შეტანილი აქვს ირაკლი აბუსერიძის წარმომადგენლებსაც, სადაც დაფიქსირებულია, რომ ნამდვილ წევრებზე ხმების გადათვლის პროცესში ხარვეზები იყო და ხმების გადათვლა ზოგიერთ სუბიექტზე არასწორად მოხდა, ასევე პრეტენზიაა მინდობილობების გაცემის ხარვეზზე, ხოლო უმთავრესი პრეტენზია დაფიქსირებულია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ რაგბის კავშირში არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და 2020 წლის 30 დეკემბერს ეს არჩევნები უკვე ჩატარდა, რომელიც რეესტრმა დაახარვეზა და ახლა რეესტრი არის მოპასუხე მხარე სასამართლოში. სასამართლოში მიდის მსჯელობა 30 დეკემბრის არჩევნებთან დაკავშირებით და მათი განცხადებით, რეესტრს არ აქვს უფლება, რომ ახლა ისევ პრეზიდენტის არჩევნები განიხილოს და მისცეს ლეგიტიმაცია, რადგან 30 დეკემბრის არჩევნებზე დავა მიმდინარეობს. მათი თქმით, საჯარო რეესტრი ვალდებული იყო იმ დარღვევებზე რეაგირება მოეხდინა, თუმცა დოკუმენტში უფრო მძიმე დარღვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა, საუბარი საერთოდ არაა - აბუსერიძის წარმომადგენლების საჩივრის შესახებ, საჯარო რეესტრის განცხადებაში ნახსენები არაფერია.
როგორც იცით, საჯარო რეესტრმა 6 იანვარს ირაკლი აბუსერიძეს დაუხარვეზა განცხადება, შემდეგ კი უარი უთხრა პრეზიდენტობაზე და ამჟამად საქმის განხილვა სასამართლოშია წასული.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.