საფრანგეთში მოღვაწე ლეგენდარული ბორჯღალოსნები საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავენ

საფრანგეთში მოღვაწე ლეგენდარული ბორჯღალოსნები საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავენ

საფრანგეთში მოღვაწე დამსახურებული და ლეგენდარული ვეტერანი "ბორჯღალოსნები" საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავენ, რომელსაც უცვლელად გთვაზობთ. 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს,
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს,
საფრანგეთში მოღვაწე ქართველი 
მორაგბეების მიმართვა
 
ბატონო ირაკლი,
 
მოგმართავთ საფრანგეთში მოღვაწე მორაგბეები, ვეტერანი ბორჯღალოსნები, თქვენი თანამემამულეები რომელთაც არაერთხელ ხვდათ წილად პატივი საერთაშორისო ასპარეზზე დაეცვათ საქართველოს დროშის ფერები და რომელთათვისაც საქართველო,მუდამ იყო, არის და იქნება საფიცარი სახელი.
ქართული რაგბი დიდი განსაცდელის წინაშე დგას. როგორც დღეს გამოჩნდა, პრობლემები წლების განმავლობაში ილექებოდა და ბოლო დროს მძლავრი ვულკანივით ამოხეთქა და განადგურებით ემუქრება თაობების მიერ დაუღალავი შრომით, თავდადებით, მხარდაჭერით მიღწეულ შედეგებს.ჩრდილი ადგებაწარმატებებს, რომელთა მისაღწევად მხარდამხარ,ერთ გუნდად ვიბრდძოდით მორაგბეები, სახელმწიფო, ბიზნეს პარტნიორები, გულშემატკივრები და ქველმოქმედები.

დღეს არის მცდელობა ჩვენი სახელის შებღალვის, მცდელობა ჩვენთვის ხმის ჩამორთმევის, ჩვენი ოჯახის საქმეში უცერემონიო ჩარევის, რითაც ზიანი ადგება არა მხოლოდ რაგბის არამედ მთელ საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მისწრაფებას ჩამოყალიბდეს დემოკრატიულ, თავისუფალ, ევროპულ სახელმწიფოდ. როდესაც მორაგბეებს არ გვეძლევა შესაძლებლობა საკუთარი მომავალი თვითონ განვსაზღვროთ იბადება შინაგანი პროტესტი.დღეს,ოპონენტების ყველანაირ მოქმედებას ჩიხისკენ მივყავართ. ჩვენი ხმის თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ჩვენთან ურთიერთობისუალტერნატივო საფუძველი. იმავდროულად, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ჩვენს პარტნიორებს, მზად ვართ გავითვალისწინოთ მათი მოსაზრებები და ვიმსჯელოთ საქართველოში რაგბის განვითარების შესაძლო გზებზე.

აქვე გვსურს დავაფიქსიროთ უდიდესი მადლიერება თითოეული ადამიანისა თუ სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციისადმი რომელთაც საკუთარი წვლილი შეიტანეს ჩვენი საყვარელი სპორტის განვითარებაში, აქ განსაკუთრებული აღნიშნვის ღირსია საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ რომელიც მეორე ათწლეულია უანგაროდ გვიდგას მხარში და ფინანსური, ინფრასტრუქტურული თუ ემოციური მხარდაჭერით გვიმაგრებს ზურგს. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით და დაინტერესებულები ვართ რომ სამომავლოდ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს, უფრო გამჭვირვალე გახდეს და იმისათვის რომ თავიდან აცილებულ ყველანაირი შესაძლო გართულებები, გვაქვს წინადადება, რომ კონტროლი მათ მიერ დაფინანსებულ პროექტებზე თვითონ ქართუმ განახორციელოს.
რაგბის არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ მას გააჩნია რესურსი ათმაგად გასცეს მიღებული სიკეთე. ჩვენ რაგბის ელჩები ვართ საქართველოში და საქართველოს ელჩები საზღვერგარეთ. 25 წლის წინ საფრანგეთში ჟეოღჟი ასოცირდებოდა ამერიკასთან და დღეს რომ ჟეოღჟი რიგითიფრანგისთვისსაქართველოა და ასოცირდება სამშობლოს სიყვარულთან, სტუმართმოყვარეობასთან, მეგობრობასთან, ადამიანურ სითბოსთან ამაში უდავოდ მორაგბეების დიდი დამსახურებაც არის.

დღეს რაგბიში არსებული პრობლემები იმდენად რთული და კომპლექსურია, რომ მათ გადასაჭრელად ჩვენ დახმარება გვჭირდება. დრო სულ უფრო და უფრო ცოტა გვრჩება. 10 მარტს არის დანიშნული საერთო ყრილობა და თუ ეს ყრილობა არ გადაიდება, თუ არ შედგება საუბარი და რეკონსილიაცია, 10 მარტი იქნება კიდევ ერთი შავი ლაქა ქართული რაგბის ისტორიაში.

ბატონო ირაკლი, მოგმართავთ თხოვნით რეკომენდაციით მიმართოთ გამგეობას, რომ გადადონ ყრილობა, იყოთ მედიატორი, მოიწვიოთ სასაუბროდ ყველა დაინტერესებული მხარე და ხელი შეუწყოთ ქართული რაგბის გარშემო არსებულ მწვავე შეკითხვებზე პასუხების გაცემის პროცესს ცივილურ, გონივრულ ჩარჩოებში. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი რომ ასეთი შეხვედრა არა მხოლოდ სარაგბო ოჯახის არამედ სრულიად საქართველოს ინტერესებშია.
წინასწარ გიხდით მადლობას იმ ყურადღებისთვის რომელსაც დარწმუნებულები ვართ გამოიჩენთ ამ ჩვენი გულისტკივილის გაზიარების შემდეგ.
 
პატივისცემით,"

 
ცნობისთვის, დღეს საფრანგეთის ორ დიდ ქალაქში, პარიზში და ნიცაში ვეტერანი "ბორჯღალოსნები" ერთად შეიკრიბნენ და ირაკლი აბუსერიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს. როგორც ცნობილია, პარიზში ისინი საქართველოს ელჩსაც შეხვდნენ და წერილიც გადასცეს, რაზეც მოგვიანებით ვრცლად გაუწყებთ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 1

აბა მიხო სააკაშვილის შემოყვანილი კრემლის ბიზნესი, რომელსაც წილში უზის და რომელსაც დაანგრევინა ოქროს საბადო - ,,არემჯი გოლდი" რომ იქნება ჯერ ქვეყანაში და შმდგომ რეგბთან კავშირში - რას უნდა ელოდოს ქართველი გულშემატკივარი? კრემლის KGB-ს ბიზნესი, რომელიც საქართველოს, როგორც კოლონიას ძარცვავს და მიხოსთან ერთად ინაწილებს საქართველოს კუთვნილ ოქროს და მომკითხავი არავინ არის - ,,არემჯი გოლდი" - თუ გააკეთებს რამეს ქართული რეგბისთვის? ფარულად და KGBშნიკურ ჰიბრიდულად აქაც ხომ ყველაფერს იზამს, რეგბშიც რომ ატყდეს ამბავი? ეხლა ამ წარმატებული და ქართველებისთვის საამაყო, ძლივს აღორძინებული სპორტიდანაც ჰიბრიდულად არ შეუტევს საქართელოს თუ ქართული რეგბის აღორძინებისთვის იღწვის? - აი ეს ხდება მეტი არაფერი..

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"