ირაკლი მაჩხანელი: "მათთვის ტყემალაძის კანდიდატურა უფრო ხელსაყრელი იყო"

ირაკლი მაჩხანელი: "მათთვის ტყემალაძის კანდიდატურა უფრო ხელსაყრელი იყო"

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 24 თებერვალს ჩანიშნულ ყრილობაზე საპრეზიდენტო კანდიდატად იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა, რომელიც 24 კლუბმა წარადგინა.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა ირაკლი აბუსერიძის მხარდაჭერი გუნდი. ისინი ამბობენ, რომ რაგბის კავშირმა უკვე აირჩია კანონიერი პრეზიდენტი 30 დეკემბერს და 24 თებერვალს ჩანიშნული ყრილობა არალეგიტიმურია. მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმაზე, რომ გარკვეული ჯგუფი მაღალი თანანამდებობის მქონე ადამიანებთან პირად კონტაქტებს იყენებს და კვლავ ხდება მუნიციპალურ კლუბებზე ზეწოლა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის ირაკლი მაჩხანელის თქმით, ოპონენტებისთვის უფრო ხელსაყრელი კანდიდატი სოსო ტყემალაძე იყო და სწორედ ამიტომ მოხდა ბაჩო ხურციძის ნაცვლად, ტყემალაძის დასახელება. 

"განსხვავება ბაჩო ხურციძისგან სოსო ტყემალაძის ის არის, რომ მან თავის თავზე თვითონ აიღო ზეწოლების ორგანიზება და ბაჩოს სჭირდებოდა გია კობახიძის, ირაკლი კობახიძის მამის, და გივი ჭიჭინაძის დახმარება. იმდენჯერ ვახსენეთ, რომ ალბათ შეწუხდა ის ხალხიც და ეს კანდიდატურა უფრო ხელსაყრელი იყო მათთვის", -
თქვა მან.  

"ჩვენთვის ცნობილია, რომ ის დადის კლუბებში და ამბობს, რომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის კადრია" - "მთავარი არხის" ჟურნალისტის ამ კითხვას მაჩხანელმა ასე უპასუხა: "იცით რა არის, ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი რაღაცეები მოვისმინეთ თვითონ კლუბებისგან, რომლებთანაც იარა."

არსებული ინფორმაციით, იოსებ ტყემალაძე ბიზნესმენია და როგორც მედიაში გაიჟღერა, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. მას აბასთუმნის და წყალტუბოს პროექტები აქვს ჩატარებული. რაც შეეხება რაგბის კუთხით მოღვაწეობას, მორაგბეების დიდი ნაწილისთვის ტყემალაძე უცნობი პიროვნებაა და მის შესახებ, მხოლოდ ახლა გაიგეს. რამდენიმე დღის წინ ასევე გაჟღერდა, რომ ის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის მეჯვარეა.
 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"