საქართველოს ნაკრები 6 მარტს პორტუგალიას ეთამაშება.
დიდი 10-ის "ბ" ჯგუფის მეცხრე ტურში "ყოჩები" "რაგბი პლატოზე" "არმაზს" დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 33:20 სძლია.
შეხვედრის პირველი ლელო მასპინძლებმა მეათე წუთზე გაიტანეს, რომელიც გიორგი წიკლაურის ანგარიშზეა. გარდასახვა ნიკოლოზ რეხვიაშვილმა შეასრულა ზუსტად. ამის შემდეგ, სათამაშო უპირატესობა სტუმრების ხელში გადავიდა და ტაიმის ბოლომდე ასე გაგრძელდა, რაც ტაბლოზეც აისახა: 30-ე წუთზე საპასუხო ლელო გიორგი ნავროზაშვილმა დადო, ხოლო შვიდ წუთში ლუკა მატკავამ დაალელოვა მეტოქე, რომელმაც ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა. ტაიმი 7:14 დასრულდა.
მეორე ნახევარმა "ყოჩების" უპირატესობით ჩაიარა და მეტოქე ოთხჯერ დაალელოვა, საპასუხოდ კი მხოლოდ ორი ჯარიმა გაუშვა. მიუხედავად ამისა, 67-ე წუთამდე ანგარიში 19:20 იყო, მაგრამ დასკვნით წუთებში მასპინძლებმა კიდევ უფრო მოუმატეს, მოწინააღმდეგე ორჯერ დაალელოვეს და ბონუსიც აიღეს. მატჩის საუკეთესო მორაგბედ მასპინძელთა შუამარბი გიორგი წიკლაური დასახელდა.
"ყოჩებმა" 27 ქულა დააგროვა და პლეი-ოფში თამაში გაინაღდა, ხოლო "არმაზი" 10 ქულით მეხუთე ადგილზეა.
საქართველოს ნაკრები 6 მარტს პორტუგალიას ეთამაშება.
„რაგბის კლუბ წიქარას“ პრეზიდენტის თენგიზ გოცირიძის განცხადება
უკანასკნელი რამდენიმე დღის ქართული სიახლე საფრანგეთიდან.
ვეტერანი "ბორჯღალოსნის" მევლუდ მთიულიშვილის ვრცელი ინტერვიუ.