2023 წლის მსოფლიო თასის მატჩების განრიგი 26 თებერვალს გახდება ცნობილი

2023 წლის მსოფლიო თასის მატჩების განრიგი 26 თებერვალს გახდება ცნობილი

"მსოფლიო რაგბის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 2023 წლის მსოფლიო თასის მატჩების განრიგი 26 თებერვალს გახდება ცნობილი. 

მომდევნო მსოფლიო თასის კენჭისყრა 2020 წლის 14 დეკემბერს პარიზში ბრონიარის სასახლეში გაიმართა, ხოლო 26 თებერვალს ოფიციალური განრიგი გამოცხადდება და მისი ხილვა ლაივ რეჟიმში იქნება შესაძლებელი. ამ მოკლე ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ კლოდ ატჩერი (2023 წლის მსოფლიო თასის აღმასრულებელი დირექტორი), ლეგენდარული სებასტიან შაბალი (2023 წლის მსოფლიო თასის ელჩი) და რამდენიმე სპეციალური სტუმარი.

2023 წლის მსოფლიო თასზე სულ 48 მატჩი გაიმართება. 2023 წლის მსოფლიო თასი 8 სექტემბერს დაიწყება და 21 ოქტომბერს დასრულება. ტურნირს 9 ქალაქი უმასპინძლებს.

აქვე იხილეთ - 2023 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრის შედეგები

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"