გიორგი კვესელაძე ინგლისის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე შეხვედრას ჩაატარებს

გიორგი კვესელაძე ინგლისის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე შეხვედრას ჩაატარებს

ინგლისის ჩემპიონატის მეცხრე ტურის გახსნით მატჩში "გლოსტერი" საკუთარ მოედანზე "ბრისტოლს" დაუხვდება.

მასპინძელი გუნდის რიგებში ზედიზედ მეორედ ითამაშებს საქართველოს ნაკრების შუამარბი გიორგი კვესელაძე, რომელსაც "გლოსტერის" შემადგენლობაში დებიუტი გასულ ტურში "ლონდონ აირიშის" წინააღმდეგ ჰქონდა. 23 წლის ბორჯღალოსანი გასული მატჩის მსგავსად, ამჯერადაც მარქაფაშია და მოედანზე შეცვლიდან შევა. ასევე აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგენლობაშია ვეტერანი ბორჯღალოსანის გია რაფავას ვაჟი, მარცხენა ბურჯი ვალ (ვატო) რაფავა-რასკინი.

"გლოსტერს" რვა ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი მოგება აქვს და ცხრა ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება. მატჩი დღეს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"