ფრანგული პრესა: გურამ პაპიძე მომდევნო სეზონიდან ტოპ 14-ში ითამაშებს

ფრანგული პრესა: გურამ პაპიძე მომდევნო სეზონიდან ტოპ 14-ში ითამაშებს

"ნევერის" ბურჯი გურამ პაპიძე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს შეიცვლის და კარიერას ტოპ 14-ში განაგრძობს. აღნიშნულ ინფორმაციას მთელი რიგი ფრანგული გამოცემები ავრცელებენ. 

23 წლის პაპიძე, რომელიც "ნევერში" სამი სეზონია თამაშობს, მომდევნო სეზონიდან "ლა როშელს" შეუერთდება, რომლის შერკინების კონსულტანტი "კლერმონის" ლეგენდარული ქართველი ბურჯი დავით ზირაქაშვილია. 

პაპიძემ "ნევერის" რიგებში 28 შეხვედრა ჩაატარა და 4 ლელოს დადება მოახერხა. მისთვის საუკეთესო წლევანდელი სეზონია - მინდორზე 18-ჯერ გავიდა, საიდანაც 8 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო და 3 ლელო დადო. გურამი "ნევერში" გადასვლამდე "ლიონში" ასპარეზობდა, მის მოსამზადებელ ცენტრში სამი წელი გაატარა და შესაბამისად, "ჟიფის" სტატუსი (ლეგიონერისთვის ფრანგ მოთამაშესთან გამათანაბრებელი სტატუსი - ავტ.) აქვს. მან "ლიონის" რიგებში ჩელენჯ თასზე 3 შეხვედრის ჩატარება მოუწია. 

გურამმა 2017 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უმცროსი ბორჯღალოსნების რიგებში 4-ჯერ ითამაშა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)