ფრანგებმა 6 ერისთვის ვირიმი ვაკატავას შემცვლელს უხმეს

ფრანგებმა 6 ერისთვის ვირიმი ვაკატავას შემცვლელს უხმეს

საფრანგეთის ნაკრების და "რასინგ 92"-ის შუამარბი ვირიმი ვაკატავა 6 ერის სტარტს გამოტოვებს.

ფიჯიში დაბადებულმა 28 წლის მორაგბემ ტრავმა შაბათს "ბორდოსთან" წაგებული შეხვედრის დასაწყისში მიიღო. მას შეხვედრის მე-11 წუთზე ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდში ფეხი ცუდად მოყვა და მის ნაცვლად, მინდორზე საიმონ ზიბო გამოჩნდა. 

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ვაკატავას დაზიანება სერიოზული გამოდგა და ის 6 ერის დასაწყისს გამოტოვებს. მის ნაცვლად, საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიან გალტიემ "ლიონის" 22 წლის შუამარბი პიერ-ლუი ბარასი გამოიძახა, რომელსაც აქამდე "ლე ბლეს" კვართით 2-ჯერ უთამაშია. 

საფრანგეთის ნაკრები 6 ერისთვის მზადებას ორშაბათიდან ნიცაში შეუდგა. ისინი პირველ ტურში 6 თებერვალს იტალიას შეერკინებიან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"