დიდი 10: ბათუმმა არმაზი სტუმრად დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ყოჩებს გაუთანაბრდა

დიდი 10: ბათუმმა არმაზი სტუმრად დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ყოჩებს გაუთანაბრდა

© ანი რეხვიაშვილი

დიდი 10-ის "ბ" ჯგუფის მეშვიდე ტურში "არმაზი" შევარდენის ბაზაზე "ბათუმს" დაუხვდა და მორიგი მარცხი განიცადა. 

პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა ვიხილეთ და მხოლოდ რვა ქულა გავიდა. ანგარიში რეზი ჯინჭველაშვილმა მე-19 წუთზე ჯარიმით გახსნა, ხოლო საპასუხოდ 10 წუთში ანზორ სიჭინავამ ლელო დადო და ტაიმი 3:5 დასრულდა. 

მეორე ნახევარში კი აშკარა უპირატესობა აჭარლებმა მოიპოვეს და ეს ტაბლოზეც აისახა. 50-ე წუთიდან მოყოლებული 12-წუთიან მონაკვეთში სტუმრებმა სამი ლელოს გატანა მოახერხეს და შეხვედრის ბედი გადაწყვიტეს. ლელოები ვაჟა თაგაურმა, ზურა თუთბერიძემ და გიორგი გოგიტიძემ დადეს. დარჩენილ დროში, გუნდებმა თითო ლელოს გატანა შეძლეს. "არმაზიდან" პრესტიჟის ლელო ლუკა მატკავამ გაიტანა, რომელიც თავადვე გარდასახა, ხოლო სტუმართაგნ გაწითლებულ დროში ხვიჩა ბუჯიაშვილმა გამოიჩინა თავი - 10:31.

შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ ბექა ურჯუკაშვილი დასახელდა. "ბათუმმა" ბონუსი აიღო, 21 ქულა დააგროვა და შესაბამისად, "ყოჩებს" ქულებით გაუთანაბრდა, თუმცა ურთიერთშეხვედრებიდან გამომდინარე მეორე ადგილზე მაინც "ყოჩები" რჩებიან. "არმაზს" კი 6 ქულა დარჩა და "ჯიქთან" ერთად ბოლო ადგილს იყოფს. 
 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"