Sudouest.fr: ბექა გორგაძე, სავარაუდოდ, ბაიონს შეუერთდება

Sudouest.fr: ბექა გორგაძე, სავარაუდოდ, ბაიონს შეუერთდება

დაახლოებით ორი კვირის გაუწყეთ, რომ ცნობილი ფრანგული სარაგბო გამოცემა "მიდი ოლიმპიკი" ბასკური "ბაიონის" მიერ ბექა გორგაძის სამსახურით დაინტერესებაზე წერდა. 

დღეს კი ასევე ფრანგულმა გამოცემამ sudouest.fr-მ და შემდგომ მასზე დაყრდნობით rugby-scapulaire.com-მა დაწერეს, რომ "ბაიონი" მომდევნო სეზონისთვის გაძლიერებას აპირებს, ტრანსფერების მხრივ აქტიურობას აპირებს და სავარაუდოდ, "ბორდოს" მესამეხაზელი ბექა გორგაძე, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, მომავალი სეზონისთვის სწორედ ბასკურ კლუბს შეუერთდება.

გორგაძე "ბორდოს" 2018 წელს "მონ-დე-მარსანიდან" შეუერთდა და 25 მატჩში 3 ლელოს გატანა მოახერხა. ბექას ჟირონდულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. მას საქართველოს ნაკრების კვართით 31-ჯერ უთამაშია და 2019 და 2020 წლების საუკეთესო ქართველ მორაგბედ დასახელდა. 

ბექამ წლევანდელ ტოპ 14-ში ორი შეხვედრის ჩატარება მოასწრო, ხოლო საქართველოს ნაკრებს შოტლანდიასთან ტესტ-მატჩში და შემოდგომის ერთა თასის სამ შეხვედრაში დაეხმარა. სამწუხაროდ, გორგაძე 29 ნოემბერს ირლანდიასთან მატჩში მძიმედ დაშავდა, ოპერაცია გაიკეთა და წლევანდელ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

ცნობისთვის, "ბაიონს" მიმდინარე ტოპ 14-ში თოთხმეტი ტურის შემდეგ 5 მოგება და 7 მარცხი აქვს და გუნდი 22 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება, თუმცა მათ ორი მატჩი გამოტოვებული აქვთ. ბასკური კლუბის რიგებში ასპარეზობს საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე, ხოლო ასევე მეორეხაზელი 20 წლის ლადო ჩაჩანიძე და 20 წლის მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი ესპუარებში ირჯებიან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"