16-21 იანვრის უცხოური სარაგბო სიახლეები

16-21 იანვრის უცხოური სარაგბო სიახლეები

გაგაცნობთ 16-21 იანვრის უცხოურ სარაგბო სიახლეებს.

2021 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი გაუქმდა

americasrugbynews.com-ის ცნობით, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი არც 2021 წელს არ გაიმართება და ზედიზედ მეორედ გაუქმდება. როგორც იცით, 2016 წლიდან მოყოლებული აღნიშნულ ტურნირზე რეგულარულად მონაწილეობენ "უმცროსი ბორჯღალოსნები". 2016 და 2017 წლებში საქართველოს ნაკრები მეათე ადგილზე გავიდა, 2018 წელს ილია მაისურაძის, ლადო კილასონიას და ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა სამი მატჩი მოიგეს და ტურნირი ისტორიული მეცხრე ადგილით დაასრულეს, ხოლო 2019 წელს ორი მატჩის მოგება მოახერხეს და კვლავ მეათე პოზიციაზე გავიდნენ.

შოტლანდია 6 ერისთვის დაირაზმა

შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა 6 ერისთვის გაფართოებული 35-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. "ნარშავები" 6 ერის პირველ ტურში გასვლაზე ინგლისს დაუპირისპირდებიან. მატჩი 6 თებერვალს თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება. 


პივაკმა 6 ერისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უეინ პივაკმა მოახლოებული 6 ერისთვის გაფართოებული 36-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. "დრაკონები" 6 ერის პირველ ტურში 7 თებერვალს შინ ირლანდიას ეთამაშებიან. მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

ინგლისური რაგბი 150-წლიან იუბილეს სპეციალური სათამაშო ფორმით აღნიშნავს

ინგლისურ რაგბის 2021 წელს საიუბილეო 150-ე წელი უსრულდება. 1871 წლის 27 მარტს ინგლისის და შოტლანდიის ნაკრებებს შორის პირველი საერთაშორისო სარაგბო შეხვედრა ჩატარდა. აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით, ინგლისის ნაკრები 6 თებერვალს შოტლანდიასთან 6 ერში გასამართი პირველი ტურის მატჩში სპეციალური სათამაშო ფორმით ითამაშებს.

სამხრეთ აფრიკული კლუბები, შესაძლოა, ევროტურნირებს შეუერთდნენ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ აფრიკული ფრენჩაიზები "ლაიონსი", "სტორმერსი", "ბულზი" და "შარქსი", შესაძლოა, ევროტურნირებს შეუერთდნენ. როგორც იცით, ეს კლუბები პრო 14-ს აპრილიდან შეუერთდებიან და პრო 16-ის "ცისარტყელას თასის" ტურნირის ფორმატით იასპარეზებენ. არსებული ცნობით მიხედვით, შესაძლოა, 2022 წლიდან მასში მონაწილე სამხრეთაფრიკული ფრენჩაიზები, ჩემპიონთა და ჩელენჯ თასის ნაწილი გახდნენ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"