ქართველების ბრივმა ფიჯის ნაკრების მეორეხაზელი დაიმატა

ქართველების ბრივმა ფიჯის ნაკრების მეორეხაზელი დაიმატა

ფიჯის ნაკრების მეორეხაზელი ტევიტა რატუვა მომდევნო სეზონიდან "ბრივის" ღირსებას დაიცავს - აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

25 წლის მორკინალი "სკარლეტსის" ღირსებას იცავდა და 2019 წლიდან მოყოლებული გამართულ 14 მატჩში 1 ლელოს გატანა მოახერხა. მან ფრანგულ კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

რატუვას ფიჯის ნაკრებში 7 კეპი აქვს მოხვეჭილი. მან 2019 წლის მსოფლიო თასზე 2 შეხვედრა ჩაატარა და ითამაშა შემოდგომის ერთა თასზეც, სადაც ფიჯის ერთადერთი შეხვედრის ჩატარება მოუწია საქართველოს წინააღმდეგ. 

შეგახსენებთ, რომ "ბრივის" ღირსებას 9 ქართველი იცავს: ვანო კარკაძე, ბადრი ალხაზაშვილი, სოსო ბეკოშვილი, ლუკა ჯაფარიძე, ირაკლი ცხადაძე, ოთარ გიორგაძე, ალექსანდრე ზიბზიბაძე, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე.


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"