რუსეთის ნაკრებმა საქართველოსთან მატჩისთვის 37 მორაგბეს უხმო - დათვების განაცხადში 3 ქართველია

რუსეთის ნაკრებმა საქართველოსთან მატჩისთვის 37 მორაგბეს უხმო - დათვების განაცხადში 3 ქართველია

რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჯონსმა 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩისთვის, რომელშიც "დათვები" საქართველოს ესტუმრებიან, გაფართოებული 37-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

შეკრება სოჭში შედგება. "დათვებს" დაუბრუნდათ სტანისლავ სელსკი. შეკრებაზე მონაწილეობას მიიღებს ბევრი ის მორაგბე, რომლებმაც რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ რუსული კლუბებისგან გაერთიანებული გუნდის რიგებში ითამაშეს. ასევე აღსანიშნავია, რომ რუსეთის გაფართოებულ რაზმში 3 ქართველს ვხედავთ: ყაზანის "სტრელას" 28 წლის ბურჯს ნიკოლოზ კაზალიკაშვილს, ფრანგული "კასტანის" (ფედერალ 1) 25 წლის ბურჯს შაკო ოდიშარიას და ფრანგული "ბანერეს" (ფედერალ 1) 25 წლის ბურჯი გიორგი როყვა.

როგორც იცით, საქართველო - რუსეთის მატჩი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო აქამდე ორჯერ გაიმართა. შეხვედრა 6 ან 7 თებერვალს საქართველოში გაიმართება. შეხვედრის ზუსტი ადგილი და დრო უახლოეს დღეებში უნდა გახდეს ცნობილი. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"