ოფიციალურად: ევროტურნირები დროებით შეჩერდა

ოფიციალურად: ევროტურნირები დროებით შეჩერდა

2020/2021 წლების ჩემპიონთა და ჩელენჯ თასები დროებით შეჩერებულია - აღნიშნულ ინფორმაციას ევროპის პროფესიონალური საკლუბო რაგბის (EPCR) ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ევროთასების ორგანიზატორებმა საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის წარმომადგენლებთან ერთად ონლაინ შეხვედრა გამართეს საფრანგეთის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლებთან და შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის და სპორტის სამინისტროებთან.

კორონავირუსის ახალი ე.წ. "ბრიტანული შტამის" სწრაფად გავრცელების საშიშროებიდან გამომდინარე, საფრანგეთის ხელისუფლებამ საზღვრების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აქედან გამომდინარე, ტურნირის გაგრძელება ამ ეტაპისთვის შეუძლებელია და დროებით მისი შეჩერება მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის აღდგება ევროტურნირები. 

შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს ჩემპიონთა თასზე ისტორიაში პირველად უნდა ემსაჯა ქართველს. ნიკა ამაშუკელს ფრანგული "რასინგ 92"-ის და ინგლისური "ჰარლექუინსის" დაპირისპირების განსჯა ანდეს, თუმცა მისი დებიუტი გარკვეული დროით გადაიდო. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"