სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დღეს "ლელო სარასენსის" ბაზაზე ბაჩო ხურციძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.
მაისაშვილის თქმით, მას არ სურდა ამ პროცესებში ჩარევა. ის ფიქრობს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სწორი გამოსავალი ახალი ყრილობის ჩატარებაა და არეულობა კარგი არავისთვისაა. მან ასევე განაცხადა, რომ ის ნებისმიერ მხარესთან სამუშაოდ მზადაა, რადგან ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელია და არა ირაკლი აბუსერიძის, ბაჩო ხურციძის ან გოჩა სვანიძის.
"დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი, რომ ამ პროცესებისგან განზე ვყოფილიყავი, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახლავართ, თუმცა ამ ბოლო დროს შექმნილმა ვითარებამ იძულებული გამხადა, რომ ეს განცხადება გამეთებინა. არაერთხელ მოვისმინე ძალაინ ბევრი აბსურდული და უშინაარსო განცხადებები, რის შესახებაც შემიძლია ერთი რამ გითხრათ - ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი პიროვნების, კლუბის თუ ორგანიზაციის სავიზიტო ბარათი არის მათი ნაკეთები საქმე. აქ დავასრულებ ამ აზრს და ნებისმიერ ადამიანს მოვუწოდებ, რომ სანამ რაღაც უშინაარსო განცხადებებს გააკეთებენ დაფიქრდნენ, სანამ რაღაცას იტყვიან. შეფასება საზოგადოებისთვის მომინდია. ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ვინმეს მაგივრად ან ვინმეს გამო, საკუთარ თავზე, საკუთარ კლუბზე ან რაგბის კავშირზე თავის მართლების კონტექსტში ვისაუბრო.
ყველაზე მთავარი რაც არის და რისი თქმაც მინდა, ის არის, რომ ეს გაურკვევლობა არავის შედეგს არ მოუტანს, კარგი არავისთვისაა, არც კლუბებისთვის, არც ნაკრებისთვის და არც სარაგბო სამყაროსთვის, განსაკუთრებით ეროვნული ნაკრებისთვის, როდესაც ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვიმყოფებით შეიძლება ითქვას. ჩვენ 2020 წლის ერთა თასიც, შემოდგომის ერთა თასიც ასეთ სიტუაციაში ჩავატარეთ და რუსეთთან მატჩსაც ასე ვხვდებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ საქმეს ვაგრძელებთ და ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ სახელმწიფოსგან, პანდემიის მიუხედავად, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. ეს სიტუაცია რაც შეიძლება დროულად უნდა განიმუხტოს. რა არის ამ სიტუაციის განმუხტვა? ლეგიტიმური და კანონიერი არჩევნები, რომელშიც ყველა კლუბს ექნება იმის საშუალება, რომ თავის აზრი დააფიქსიროს. ვინც გაიმარჯვებს, მართოს რაგბის კავშირი.
მე არც ირაკლი აბუსერიძის მწვრთნელი ვარ, არც ბაჩო ხურციძის და არც გოჩა სვანიძის, მე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვარ. მე ვაკეთებ ჩემი ქვეყნის, ჩემი გუნდის საქმეს და სანამ ჩათვლის ნებისმიერი ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი, რომ მე ამ საქმეს გავართმევ თავს, აუცილებლად. მე მაქვს პასუხისმგებლობა ქვეყნის, ჩემი მოთამაშეების წინაშე. ბიჭების, რომლებსაც ძალიან დიდ ოჯახად ვთვლი და მაქვს ბედნიერება, რომ მათ გვერდით ვიყო. ასე რომ, რა თქმა უნდა, ორი აზრის არ არის, სანამ ჩათვლის ნებისმიერი ლეგიტიმურად არჩეული ნებისმიერი პრეზიდენტი, რომ ამ სამსახურს თავს გავართმევ, მე ნაკრების მწვრთნელი ვიქნები", - განაცხადა ლევან მაისაშვილმა.
როგორც იცით, 30 დეკემბერს რაგბის კავშირის არჩევნების გადადებული ყრილობა გაიმართა, რომელშიც 20 სუბიექტი გამოცხადდა, რომელთაც ჯამში 43 ხმა ეკუთვნოდათ, რაც კვორუმისთვის საკმარისი იყო. ირაკლი აბუსერიძემ 31 ხმა დააგროვა, გოჩა სვანიძემ 10, ხოლო ბაჩო ხურციძე არჩევნებზე არ გამოცხადდა და 31 დეკემბერს საჯარო რეესტრში განცხადება შეიტანა, რომელშიც 30 დეკემბრის ყრილობის გაუქმებას მოითხოვს, რადგან ფიქრობს, რომ არალეგიტიმურია. ის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
6 იანვარს 15:03 საათზე ირაკლი აბუსერიძემ საჯარო რეესტრში განცხადება შეიტანა, რომელშიც ის 30 დეკემბერს ჩატარებულ რაგბის კავშირის განმეორებით ყრილობაზე დაფიქსირებული შედეგების ასახვას მოითხოვს - პრეზიდენტის და გამგეობის წევრების ცვლილებას. იმავე დღეს 23:35 საათზე საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება დაიდო სტატუსით - "სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულია". რეესტრის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ხოლო დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა 30 დღე. აბუსერიძის თქმით, ის იურისტებთან მუშაობს და ახალ დოკუმენტებს საჯარო რეესტრში მომდევნო კვირაში წარადგენს. მისი აზრით, 30 დეკემბრის ყრილობა წესების სრული დაცვით ჩატარდა, ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ დგას და ამის დამტკიცებას ხელახლა წარდგენილი დოკუმენტებით აუცილებლად შეძლებენ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.