ინგლისში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა - ემუქრება თუ არა საფრთხე პრემიერშიპის გაგრძელებას?

ინგლისში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა - ემუქრება თუ არა საფრთხე პრემიერშიპის გაგრძელებას?

ინგლისში 4 იანვრიდან საყოველთაო კარანტინი კიდევ ერთხელ გამოცხადდა - აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მას შემდეგ მიიღო, რაც ზედიზედ უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 50 000 შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდა და ლეტალობის შემთხვევაც მკვეთრად გაიზარდა.

შეზღუდვები გამკაცრდა დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე, თუმცა ყველაზე რთული მდგომარეობა ინგლისშია და შესაბამისად, აკრძალვების ჩამონათვალი განსაკუთრებით ინგლისში გაფართოვდა. როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ, ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელსაც "ბრიტანულ შტამს" უწოდებენ და გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ის შტამი, რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა. ვირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება სწორედ ახალ შტამს უკავშირება. 

ახალი შეზღუდვების მიხედვით, ინგლისში 4 იანვრიდან დაიხურება ყველა საბავშვო ბაღი, სკოლა და უნივერსიტეტი, სწავლება ონლაინ ფორმატით გაგრძელდება. ადამიანებს სახლიდან გასვლა მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის გამო შეეძლება, როგორებიცაა მაღაზიაში საკვების შეძენა, აუცილებელი მედიკამენტების ყიდვა და ა.შ. რესტორნები და კაფე-ბარები გატანის სერვისით განაგრძობენ მუშაობას. სახლთან ახლოს ნებადართულია სავარჯიშოდ გასვლაც.

რაც შეეხება ჩვენთვის ყველაზე საინტერესოს, სპორტს და კონკრეტულად რაგბის - ახალი შეზღუდვების მიუხედავად, ინგლისში ნებადართული იქნება პროფესიონალური სპორტული აქტივობები, ისეთები, როგორებიცაა პრემიერლიგა ფეხბურთში, პრემიერშიპი რაგბიში და სხვა სპორტების ელიტური პირველობები. ტურნირები რასაკვირველია კვლავ უმაყურებლოდ გაგრძელდება. დაიხურება სპორტული დარბაზები, საჩოგბურთო კორტები და გოლფის მოედნები.

საყოველთაო კარანტინი დიდ ბრიტანეთში მინიმუმ იანვრის ბოლომდე იმოქმედებს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"