2020 წლის საუკეთესო ქართველ მორაგბედ ბექა გორგაძე დასახელდა (+VIDEO)

2020 წლის საუკეთესო ქართველ მორაგბედ ბექა გორგაძე დასახელდა (+VIDEO)

© David Davies - PA Images

2020 წლის საუკეთესო ქართველ მორაგბედ "ბორჯღალოსნების" 8 ნომერი ბექა გორგაძე დასახელდა.

19 დეკემბრიდან მოყოლებული გულშემატკივარს შეეძლო საკუთარი რჩეულისთვის რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ხმა მიეცა და წლის საუკეთესო მორაგბე გამოევლინა. გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდნენ: ბექა გორგაძე, გიორგი კვესელაძე, ბექა საღინაძე, მერაბ შარიქაძე და აკაკი ტაბუცაძე.

საბოლოო ჯამში, გულშემატკივრების რჩეული გორგაძე გახდა და ის ზედიზედ მეორედ გახდა წლის საუკეთესო ქართველი მორაგბე. ბექამ 2020 წელს საქართველოს ნაკრების რიგებში 8 შეხვედრა ჩაატარა და 2 ლელოს გატანა მოახერხა.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"