არგენტინული პრესა: პუმები 2021 წელს საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებენ

არგენტინული პრესა: პუმები 2021 წელს საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებენ

არგენტინული პრესის ცნობით, "პუმები" 2021 წელს 12 შეხვედრას გამართავენ. ისინი ასახელებენ კონკრეტულ მოწინააღმდეგეებსაც, თუმცა ჯერჯერობით მატჩების მხოლოდ ნაწილია დადასტურებული, ხოლო ზოგიერთი შეხვედრა უახლოეს მომავალში უნდა გაოფიციალურდეს.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, არგენტინის ნაკრები ზაფხულის ტესტებზე სამ საშინაო შეხვედრას გამართავს: ორჯერ უელსის ნაკრებს უმასპინძლებენ, რომელთაც წამყვანი მორაგბეები ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სამხრეთაფრიკულ ტურნეზე ეყოლებათ გაშვებული, ერთ მატჩს კი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. ჩვენ ადრეც გაუწყეთ Americasrugbynews.com-ის რედაქტორის პოლ ტეიტის პოსტის შესახებ, რომელშიც ის წერდა, რომ არგენტინის ნაკრები ივლისის ტესტებზე საქართველოს ან ფიჯის უმასპინძლებდა. ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, "პუმების" მეტოქე საქართველო იქნება.

ზაფხულის ტესტების შემდეგ, "პუმები" რაგბი ჩემპიონშიპში უნდა ჩაერთონ, რომელიც თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა აგვისტოში დაიწყება, ხოლო წლევანდელის მსგავსად ერთ ქვეყანაში ჩატარდება, თუ ჩვეულებრივ შინ და გასვლის ფორმატით, ეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. 4 ერის ეგიდით, მარიო ლედესმას შეგირდები ორ-ორ მატჩს გამართავენ ახალი ზელანდიის, ავსტრალიის და მსოფლიო ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ.

ნოემბრის ტესტებზე არგენტინელები ევროპაში გადაინაცვლებენ. ისინი 6 ნოემბერს საფრანგეთს ესტუმრებიან, 13-ში იტალიას ეწვევიან, ხოლო 20-ში ირლანდიაში სათამაშოდ ჩავლენ.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"