ლინ ჯონსი: "ჩვენი ამოცანა თბილისში გამარჯვებაა"

ლინ ჯონსი: "ჩვენი ამოცანა თბილისში გამარჯვებაა"

რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჯონსმა მორიგი ამბიციური განცხადება გააკეთა. უელსელი სპეციალისტის თქმით, საქართველოსთან მატჩში მიზნად გამარჯვებას ისახავს, მაგრამ ამავდროულად მოთმინებას ითხოვს.

"ჩვენი ამოცანა თბილისში გამარჯვებაა და ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა, უბრალოდ ამისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. დიახ, ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, რომ გავიმარჯვოთ, მაგრამ არ ვფიქრობ, ეს შეუძლებელია. 

ჩვენ ვიცით, რომ საქართველო განვითარებით მრავალი წლით გვისწრებს - მათი ნაკრების 60% თამაშობს და ვარჯიშობს საფრანგეთში. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გვჯეროდეს წარმატების. საქართველოსთან პირველი გამარჯვება რუსული რაგბისთვის იქნება აღმაფრენის წერტილი. ამიტომაც, ეს ძალიან გვჭირდება. სამწუხაროდ, მარტო მე არ შემიძლია ამის გაკეთება. ამისთვის საჭიროა, რომ ყველამ კარგად იმუშაოს.

ფედერაციის მხრიდან მხარდაჭერა ათიდან ათი ბალით შემიძლია შევაფასო. ყველაფერი, რასაც მათ ვთხოვ კეთდება. ამიტომაც, მე ვერ დავაღალატებ ხელმძღვანელობას. მსურს, რომ რაგბის ფედერაცია რუსეთში დიდი მოთამაშე გახდეს და ჩვენ ამ გზაზე ვართ. საჭიროა მხოლოდ მოთმინების გამოჩენა, ერთ წუთში ვერაფერს ვერ იზამ", -
განაცხადა 56 წლის მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი, რომელშიც საქართველო რუსეთს უმასპინძლებს 6 ან 7 თებერვალს გაიმართება. როგორც იცით, ეს შეხვედრა აქამდე ორჯერ გადაიდო. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"