ნიკა ამაშუკელმა ჩელენჯ თასის პირველ ტურში მაღალი შეფასება დაიმსახურა

ნიკა ამაშუკელმა ჩელენჯ თასის პირველ ტურში მაღალი შეფასება დაიმსახურა

ჩელენჯ თასის პირველ ტურში ნიკა ამაშუკელმა "ველფორდ როუდზე" გამართულ მატჩში იმსაჯა, რომელშიც "ლესტერ ტაიგერმა" "ბრივი" 39:17 დაამარცხა.

ნიკამ დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. 

"უდიდესი გამოწვევა ამ მატჩში იყო შერკინები, რომელიც მსაჯმა სათანადოდ უზრუნველყო. მან მიიღო სწორი გადაწყვეტილებები და ორივე გუნდი ემორჩილებოდა მის მოწოდებებს. 

ბოჭვები, მოლი და რაქი ასევე კარგად იყო მართული და ჯარიმები ასევე სწორად იქნა გაცემული. სანქციების სახით არ იყო გამოყენებული ბარათები, რაც ამ შემთხვევაში ასევე სწორი გახლდათ.

ნიკამ აჩვენა კონტროლის მაღალი დონე და მენეჯმენტის ტექნიკა, რითაც მან მოიპოვა ორივე გუნდის მხრიდან პატივისცემა. ის ასევე ქებით იხსენიებდა მოთამაშეების მიერ ნაჩვენებ დისციპლინაზე და სამართლიანი თამაშისადმი დამოკიდებულებისთვის. გვერდით მსაჯებს არ დასჭირვებიათ ჩარევა და მთავარი მსაჯისთვის კარნახი არცერთ შემთხვევაში, ორივე მათგანმა საკუთარი მოვალეობა კარგად შეასრულა.

საბოლოო ჯამში, ნიკას მიერ ნაჩვენები სამსაჯო ხარისხი იყო ძალიან კარგი", -
ასეთი გახლავთ 26 წლის ქართველი მსაჯის შეფასება. 

დღეს ნიკა ამაშუკელი ჩელენჯ თასზე კიდევ ერთ მატჩს იმსაჯებს. "ვუსტერ უორიორსი" შინ "ოსპრისს" ეთამაშება. ამაშუკელს კიდეებიდან ინგლისელები ანდრიუ ჯექსონი და ჯონათან ჰილი დაეხმარებიან, ხოლო ტელე-ეკრანებთან გამწესებული ასევე ინგლისელი კეით ლევისი იქნება. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"