თედო აბჟანდაძის 11 ქულამ ბრივს ვერ უშველა და იტალიურ ძებრესთან დამარცხდა

თედო აბჟანდაძის 11 ქულამ ბრივს ვერ უშველა და იტალიურ ძებრესთან დამარცხდა

ჩელენჯ თასის მეორე ტურში "ბრივი" საკუთარ კედლებში "ძებრეს" დაუხვდა და ბოლო წუთზე გაშვებული ჯარიმით 16:18 დამარცხდა.

ფრანგულის კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი, მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე და მგეზავი თედო აბჟანდაძე, ხოლო მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე და მარჯვენა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე თადარიგში იყვნენ.

აბჟანდაძემ 80 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 11 ქულა შესძინა. თედომ სამი ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაიტანა, ხოლო ერთი ჯარიმა ააცილა. ალხაზაშვილმა მინდორზე 76 წუთი გაატარა, ცხადაძემ კი სრულად ითამაშა. რაც შეეხება მარქაფაში მყოფ მოთამაშეებს, ლუკა ჯაფარიძე თავდაპირველად მოედანზე 30-ე წუთზე გამოჩნდა, რადგან ძირითადი მარჯვენა ბურჯი ფიჯელი მესაკე დოგე გაასინბინეს და ამის გამო 8 წუთით მოუწია შემოსვლა, შემდეგ გასინბინებული ფიჯელი ბურჯი დაბრუნდა და ჯაფარიძეს საბოლოოდ ადგილი 52-ე წუთზე დაუთმო. ოთარ გიორგაძე თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო.

მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, "ბრივი" ორქულიანი სხვაობით იგებდა, თუმცა კარლო კანამ ბოლო წუთზე ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ფრანგული კლუბი ზედიზედ მეორედ დამარცხდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"