შოტლანდიის ნაკრები, შესაძლოა, ზაფხულში საქართველოს და რუმინეთს ეწვიოს

შოტლანდიის ნაკრები, შესაძლოა, ზაფხულში საქართველოს და რუმინეთს ეწვიოს

შოტლანდიური გაზეთი Sportsmail-ი წერს, რომ შოტლანდიის ნაკრები 2021 წლის ზაფხულის ტესტებზე, შესაძლოა, საქართველოს და რუმინეთს ესტუმროს.

ზემოხსენებული გაზეთის ცნობით, ეს მატჩები იმ შემთხვევაში შედგება, თუ კორონავირუსის გამო დაწესებული სამგზავრო შეზღუდვები დროულად მოიხსნება და "ნარშავებს" ივლისში აღმოსავლეთ ევროპაში სტუმრობა შეეძლებათ.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მატჩები შედგა, "ბორჯღალოსნები" საკუთარ მოედანზე მეორედ ითამაშებენ პირველი დონის ქვეყნის წინააღმდეგ და მოწინააღმდეგე ამჯერადაც შოტლანდია იქნება, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა "დინამო არენაზე" 2019 წლის 31 აგვისტოს უმასპინძლა. რაც შეეხება რუმინეთს, იმ შემთხვევაში, თუ შოტლანდიური ტურნე შედგება, "მუხები" 2006 წლის შემდეგ ტიერ 1-ის ქვეყანას მსოფლიო თასებს მიღმა პირველად შეხვდებიან, ხოლო 2004 წლის შემდეგ შინ პირველად მიიღებენ.

გარდა ამისა, Sportsmail-ი "ნარშავების" 2021 წლის შემოდგომის ტესტებზეც წერს. მათი ცნობით, შოტლანდია 6 ნოემბერს მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს სამხრეთ აფრიკას დაუხვდება, 13-ში ავსტრალიას უმასპინძლებს, ხოლო ვის დაუხვდება 20 ნოემბერს, ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"