პირველი ლიგა, ბ ჯგუფი: ლიდერი ტაო შინ ყაზბეგთან დიდი სხვაობით დამარცხდა

პირველი ლიგა, ბ ჯგუფი: ლიდერი ტაო შინ ყაზბეგთან დიდი სხვაობით დამარცხდა

გუშინ პირველი ლიგის "ბ" ჯგუფის სამი შეხვედრა გაიმართა.

ტურის ცენტრალური მატჩი ასპინძაში გაიმართა, სადაც გათამაშების ლიდერმა "ტაომ" სტეფანწმინდის "ყაზბეგს" უმასპინძლა. მასპინძლებს ტრავმების გამო ბევრი მოთამაშე აკლდათ, რაც მათ თამაშზე აისახა და საბოლოო ჯამში უშანსოდ 3:46 დამარცხდნენ. სტუმრებმა ბონუსიც ჩაიწერეს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მათ "ტაოზე" ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული, სატურნირო ცხრილში ვერ გადაუსწრეს. 

ოზურგეთის "არწივები" საკუთარ მოედანზე წყალტუბოს "დინოზავრებს" დაუხვდა და 36:17 აჯობა, ხოლო ჭიათურის "იმერეთმა" ავჭალაში "დევები" 41:10 დაამარცხა და ბონუსი აიღო.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"