სამი შოტლანდიელი მორაგბე, რომლებსაც საქართველოს ნაკრები ყველაზე მეტად უნდა უფრთხილდეს

სამი შოტლანდიელი მორაგბე, რომლებსაც საქართველოს ნაკრები ყველაზე მეტად უნდა უფრთხილდეს

დღეს საქართველოს ნაკრები 22:30 საათზე "მარიფილდის" სტადიონზე სტუმრად შოტლანდიის ნაკრებთან გამართავს ტესტ-მატჩს.

ეს იქნება ამ გუნდების მეხუთე შეხვედრა ისტორიაში და აქამდე გამართულ ყველა მატჩში გამარჯვებულები "ნარშავები" გამოვიდნენ. გულშემატკივარს კარგად მოეხსენება, რომ შოტლანდიის ნაკრები უმაღლესი კლასის მორაგბეებით არის დაკომპლექტებული, ამის მიუხედავად გთავაზობთ ჩვენი ვერსიით იმ ტოპ 3 მორაგბეს, რომლებიც დღევანდელ შეხვედრაში ჩვენი ნაკრებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. 


დუჰან ვან დერ მერვე

შოტლანდიის ნაკრებში დებიუტი ექნება სამხრეთაფრიკელ მორაგბე დუჰან ვან დერ მერვეს, რომელიც გარემარბის პოზიციაზე ასპარეზობს. მას ნათამაშები აქვს, როგორც სამხრეთ აფრიკის სკოლების გუნდში, აგრეთვე 20 წლამდე ნაკრებში, სადაც 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს დასჯერდა. აფრუკულ "ბულზს" და ფრანგულ "მონპელიეში" ასპარეზობის შემდეგ ის "ედინბურგში" გადაბარგდა, სადაც მისმა ტალანტი ყველაზე კარგად განვითარდა და დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ევროპაში. Opta-ს სტატისტიკის მიხედვით ვან დერ მერვე "ედინბურგში" დებიუტიდან მოყოლებული ლიდერია პრო 14-ში ლელოების რაოდენობით(24), გარბენილი მეტრებით(2673), ხაზის სუფთად გაჭრებით(73) და მცველების გაბითურებით(199). 

ვან დერ მერვე სიმაღლეში 193 სმ-ია, თუმცა ამის მიუხედავად ძალიან სწრაფია და ფიზიკურ ორთაბრძოლებში მისი შეჩერება დიდ სირთულეს წარმოადგენს. მან წარმატებით გაიარა ნაკრებში მოსახვედრად საჭირო ცენზი და განსაკუთრებით გასული სეზონის ბრწყინვალედ ჩატარების შემდეგ ნამდვილად დაიმსახურა ნაკრებში მოხვედრა და საქართველოსთან მატჩში ის ორმაგად მოტივირებული იქნება, რადგან სადებიუტი მატჩი ნებისმიერი მორაგბისთვის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. 

დარსი გრემი

დღევანდელ შეხვედრაში ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს "ედინბურგის" კიდევ ერთი მორაგბე დარსი გრემი წარმოადგენს, ვან დერ მერვეს მსგავსად ისიც გარემარბის პოზიციაზე ასპარეზობს და ქართველ გულშემატკივარს შარშან მსოფლიო თასის მოსამზადებელ ეტაპზე გამართული ორი შეხვედრიდან კარგად უნდა ახსოვდეს, მაშინ გრემმა ორი ლელო დაგვიდო და გარდა ამისა ორივე თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა. გრემს უთამაშია, როგორც შოტლანდიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, ისე 7-კაცა ნაკრებშიც. ვან დერ მერვესგან განსხვავებით ის 176 სმ-ია და ამის წყალობით ადვილად შეუძლია მოედანზე სივრცეების პოვნა, ამასთან ერთად არის ძალიან სწრაფი. გრემი "ედინბურგში" 2017 წლიდან ასპარეზობს და 35 თამაშში 16 ლელოს დადება მოახერხა. ნაკრებში ჩატარებული 7 მატჩიდან კი თავი 5-ჯერ გამოიჩინა. 


ჰემიშ უოტსონი

გამოცდილი შოტლანდიელი მორაგბე ამ ფორმაციის ნაკრების ერთ-ერთ მთავარ ლიდერს და დასაყრდენს წარმოადგენს,განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ შოტლანდიის ნაკრებში კარიერა დაასრულა გამოცდილმა მესამეხაზელმა ჯონ ბარკლიმ. უნდა ითქვას, რომ უოტსონი საკმაოდ სტაბილური მორაგბეა, კარგად თამაშობს რაქში და თუ ვინმეს უნდა ვუფრთხილდეთ, რომ ბურთი არ მოგვიღლიტონ ეს პირველ რიგში ჰემიშ უოტსონი უნდა იყოს. აღსანიშნავია აგრეთვე 29 წლის მორაგბის თამაშის ფიზიკური სტილიც, მას უყვარს ფიზიკურ ორთაბრძოლებში შესვლა და ამ კომპონენტშიც ერთ-ერთი გამორჩეულია დღევანდელ შოტლანდიის ნაკრებში.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)