სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ათი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ნაკრების შერკინების ყოფილი მწვრთნელი სებასტიან ბრუნო, შემოდგომის ერთა თასისთვის (8 ერისთვის) საქართველოს ნაკრების შერკინებას მოამზადებდა.
46 წლის სპეციალისტი წარსულში ცნობილი მორაგბე გახლავთ. ის 2002-2008 წლებში საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობდა და 26 მატჩში 4 ლელოს გატანა მოახერხა. საკლუბო დონეზე კი, ფრანგი კვაჭი "ბეზიეს", "პოს", "სეილ შარქსის" და "ტულონის" ღირსებას იცავდა. მან მოთამაშის კარიერა 2014 წელს დაასრულა და უმალ მწვრთნელობა დაიწყო: 2015-2018 წლებში "ლიონის" შერკინებას ავარჯიშებდა, ხოლო 2018-2019 წლებში საფრანგეთის ნაკრების შერკინების მწვრთნელი იყო და მსოფლიო თასზე მუშაობის გამოცდილება აქვს.
ბრუნოს საქართველოს ნაკრებში მუშაობის დაწყება არ გამორჩენია ფრანგულ პრესას. ცნობილი ფრანგული გამოცემა "რაგბირამა" 46 წლის სპეციალისტს დაუკავშირდა და ჩვენთვის ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რადგან საუბარი მთლიანად საქართველოს ნაკრებს ეხება.
- როგორ აღმოჩნდით საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში?
- ისინი პირველად გასულ წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დამიკავშირდნენ, მაგრამ მაშინ მსოფლიო თასი ახალი დასრულებული იყო და მე ჯერ კიდევ მაკავშირებდა კონტრაქტი საფრანგეთის რაგბის კავშირთან. მათ კვლავ გამოხატეს ინტერესი ჩემს მიმართ. მე საკმაოდ ბევრ ქართველს ვიცნობ, რომლებთან ერთადაც ვთამაშობდი ან კიდევ მათი მწვრთნელი ვიყავი. და ისინი კვლავ დამიკავშირდნენ დაახლოებით ორი თვის წინ. მე მომეწონა ეს პროექტი, ეს არის საერთაშორისო დონე, ეს არის გუნდი, რომელსაც სურს განვითარება და სურს გაზრდა. ეს საინტერესოა!
- როგორ მიდის კომუნიკაცია?
- სტაფში არიან ქართველები, ინგლისელები, ირლანდიელები, ფრანგები. ადაპტაციის პერიოდი მაქვს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ამ პროექტის ნაწილი ვარ, რაც კარგი გრძნობაა. გუნდი ვარჯიშებზე ემზადება იმ წნეხისთვის, რაც მას თამაშებზე ელოდება და ჩვენ ყველანი ვცდილობთ, ვნახოთ როგორ ვმუშაობთ ამ კუთხით. რაც შეეხება ენას, იმედი მაქვს, რომ მუშაობის დასასრულს 10 სიტყვა მეცოდინება, რადგან ქართული ძალიან რთული ენაა.
- საბედნიეროდ, განაცხადში ტოპ 14-დან დაახლოებით 10 მორაგბეა, რომლებიც თქვენ დაგეხმარებიან.
- მე ვიცი მათ შესახებ, ვიცი მათი სათამაშო თვისებების შესახებ. მეორეხაზელები უმეტესად საქართველოში ასპარეზობენ და საჭიროა მათი კარგად გაცნობა, ხოლო მესამეხაზელები უფრო საფრანგეთში თამაშობენ. ბევრი დრო არ გვაქვს, წინ დიდი მატჩები გველის და უნდა ვიჩქაროთ, ყველაფერი სწრაფად უნდა გავაკეთოთ. საჭიროა მოთამაშეების კარგად გაცნობა, მათი ხასიათის ცოდნა, როგორ გავესაუბრო მათ, რადგან ისინი განსხვავებული კულტურის მქონე არიან. ეს არ არის მარტივი ამოცანა.
- როგორი შთაბეჭილება მოახდინეს ქართველმა მორაგბეებმა პირველი ვარჯიშებისას?
- ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, მაგრამ უნდა უნდა მივაღწიოთ კონკრეტულ წერტილს. უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, სუფთად და ეფექტურად. ჩვენ ვარჯიშები დავიწყეთ ახალგაზრდა მორაგბეებიდან, მაგრამ შემდეგ შემოგვიერთდნენ მორაგბეები "ბორდოდან", "ტულონიდან", "ბაიონიდან". რთული მომენტია, აქ არიან გამოცდილი ბიჭები, მაგრამ არიან საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეები, რომლებსაც მარტიდან მოყოლებული აღარ უთამაშიათ და შეიძლება სა სათამაშო რითმიდან ცოტათი ამოვარდნილები იყვნენ.
- რა არის მიზანი ამ ტურნირზე?
- პროგრესი თითოეულ მატჩში და მიახლოება ჩვენი მეტოქეების დონესთან. საქართველოს ნაკრებს სურს, რომ მიუახლოვდეს ძალიან მაღალ დონეს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა მორაგბეა და შესაძლოა, შედეგი მაშინვე არ იყოს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ასეთი მატჩებით პროგრესს მივიღებთ.
- ინგლისის, უელსის და ირლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ეს რთული იქნება.
- ეს იქნება ძალიან, ძალიან რთული. ჩვენ გვყავს ბევრი ახალგაზრდა მორაგბე, რომელთაგან ზოგიერთი საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს... და ჩვენ დავუპირისპირდებით ტოპ კლუბებს. ჩვენ გამოვცდით თითოეულ მათგანს და დავინახავთ, თუ რა არის მათი პროგრესის ზღვარი და ვნახავთ, თუ რამდენად შორს შეუძლიათ მათ წასვლა. ეს შესანიშნავი გამოცდილება იქნება. ვიცით, რომ ასეთი დონის მატჩების თანმიმდევრულად თამაში მსოფლიო თასზეც კი არ ხდება. ჩვენ მოგვიწევს ყველა მატჩზე მაქსიმალურის გაღება, ეს იქნება ძალიან ძნელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შემოდგომის ტესტების 23 ოქტომბერს, შოტლანდიასთან საგარეო ტესტ-მატჩით იწყება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.