სამხრეთაფრიკული კლუბი რუსეთის ან აშშ-ის ჩემპიონატში?

სამხრეთაფრიკული კლუბი რუსეთის ან აშშ-ის ჩემპიონატში?

სამხრეთაფრიკული გამოცემა sarugbymag.co.za წერს, რომ "ჩიტასი", შესაძლოა, მომავალში რუსეთის ჩემპიონატში ან აშშ-ის რაგბი მეიჯორ ლიგაში ვიხილოთ.

ზემოხსენებული წყაროს ცნობით, მას შემდგომ, რაც "ჩიტასი" პრო 14-დან გააძევეს, კლუბის ხელმძღვანელობა ახალ ტურნირს ეძებს, რომელშიც მონაწილეობას ბლუმფონტეინის ბინადარი მიიღებს. როგორც იცით, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა გამოაცხადა, რომ ოთხი ფრენჩაიზი "ლაიონსი", "სტორმერსი", "შარქსი" და "ბულზი", რომლებიც აქამდე სუპერ რაგბიში თამაშობდნენ, ტურნირს შეიცვლიან და პრო 14-ს შეუერთდებიან, რომელიც გაფართოვდება და პრო 16 გახდება, ხოლო "ჩიტასს" და "საუზერნ კინგსს" შეჯიბრების დატოვება მოუწევთ. 

"ჩიტასი" პრო 14-ს 2017 წელს "საუზერნ კინგსთან" ერთად შეუერთდა, მას შემდგომ, რაც ისინი სუპერ რაგბიდან გარიცხეს. მაშინ მათ ახალი ტურნირი მალევე მოძებნეს, ამჟამად კი გაურკვეველ სიტუაციაში არიან. უფრო სწორად კი, "საუზერნ კინგსი" ფინანსური კრიზისის გამო ბანკროტად გამოცხადდა და უახლოეს პერიოდში ვერცერთ ტურნირზე მონაწილეობას ვერ შეძლებს, ხოლო "ჩიტასი" ახალ შეჯიბრებას ეძებს.

ფრი-სტეიტის პროვინციის რაგბის კავშირი კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად უკვე განიხილავს სხვადასხვა ვარიანტებს, რომელიც სამომავლოდ საინტერესო იქნება "ჩიტასის" ძირითადი გუნდისთვის. როგორც ზემოხსენებული გამოცემის სტატიაში წერია, ორი ყველაზე რეალური ვარიანტი სწორედ რუსეთის ან ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატში დამატებაა. იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეუერთდებიან საზღვარგარეთულ ტურნირს, "ჩიტასის" ხელმძღვანელობა და სპონსორები დააფინანსებენ ამ შეჯიბრებაში მონაწილეობას. 

ამავე სტატიის ბოლოს წერია, რომ "ჩიტასისთვის" უფრო საინტერესო რუსეთის ჩემპიონატში თამაში უნდა იყოს, რადგან ამ შემთხვევაში, დიდი ალბათობით ევროთასებზე მონაწილეობას შეძლებენ. კონკრეტულად კი, კონტინენტის ფარი და ჩელენჯ თასია ნახსენები. ჩვენის მხრივ დავძენთ, რომ კონტინენტის ფარი ევროპის პროფესიონალურმა საკლუბმა რაგბიმ (EPCR) გასულ წელს გააუქმა და 2020/2021 წლების სეზონში ჩელენჯ თასზე რუსული კლუბი აღარ ითამაშებს. ჩვენ ნამდვილად ვერ გეტყვით, სამხრეთაფრიკელ ავტორს უბრალოდ გამორჩა ეს ფაქტი თუ აქვს კულუარული ცნობა, რომლის მიხედვითაც მომდევნო სეზონიდან კვლავ იგეგმება კონტინენტის ფარის აღდგენა და ტოპ 3 ჩემპიონატის (პრემიერშიპი, ტოპ 14, პრო 14) გუნდების გარდა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლების დაშვება ჩელენჯ თასზე, წელს კი ნამდვილად ვიცით, რომ რუსული კლუბი ევროთასებზე მონაწილეობას არ მიიღებს. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წლევანდელ სეზონში რუსეთის ჩემპიონატში საკმაოდ ბევრი სამხრეთაფრიკელი მორაგბე გადავიდა და როგორც ცნობილია, მათი რაოდენობა მომდევნო სეზონში კიდევ უფრო გაიზრდება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"