სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

"კლერმონის" ახალგაზრდა ტალანტი სამუელ ეზეალა "ვულკანების" რიგებში ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ეზეალა 11 დეკემბერს 20 წლის გახდება, წარმოშობით ესპანელ მორაგბეს ჯერ არ გადაუწყვეტია საფრანგეთის სახელით ითამაშებს თუ ესპანეთის.
ეზეალას ამჟამად ესპანეთის მოქალაქეობა აქვს, თუმცა ფრანგული პასპორტის აღების შემთხვევაში მას შანსი ექნება "მამლების" ღირსებ დაიცვას, ასეთი შემოთავაზება მას უკვე ჰქონდა ფრანგებისგან.
revistah.org-თან საუბარში მან განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს.
"წელს საფრანგეთის რაგბის კავშირი დამიკავშირდა და 20 წლამდელთა ნაკრებში თამაში შემომთავაზა, თუმცა მაშინ მოქალაქეობის მიღება ვერ მოვახერხე. მათ კიდევ შემომთავაზეს, რომ პროცედურა გამემეორებინა, მაგრამ ამ მომენტისთვის გადაწყვეტილი არ მაქვს საფრანგეთის სახელით ვითამაშებ, თუ ესპანეთის სახელით. ამჟამად ორიენტირებული ვარ, რომ მაქსიმალურად განვვითარდე "კლერმონთან" ერთად, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს" - განაცხადა ეზეალამ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.