საქართველომ და სამხრეთ აფრიკამ შემადგენლობები დაასახელეს

საქართველომ და სამხრეთ აფრიკამ შემადგენლობები დაასახელეს

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, სამხრეთ აფრიკის 19-წლამდე ნაკრებთან 2-მატჩიანი საერთაშორისო სერიის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. სასტარტო შემადგენლობაში 6, ხოლო მარქაფაში სამი ისეთი მორაგბეა, რომელთაც წელს არგენტინაში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშეს.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს ‘ლელო-სარასენსის’ შუამარბი დემე თაფლაძე უკაპიტნებს, რომელსაც ცენტრში ‘აიას’ მორაგბე ლაშა ლომიძე შეუწყვილდება. სასტარტო შემადგენლობაში, ფრთაზე თამაშს იწყებს ზურაბ ქავთარაძე (რუსთავის ‘ხარები’), ხოლო 9 ნომერი გიორგი მარგალიტაძეა (ლელო სარასენს).

უკანა ხაზის მარქაფაში სამი ისეთი მორაგბეა, რომლებმაც არგენტინაში ითამაშეს - ირაკლი სიმსივე (აია), თემო ჭიჭინაძე (ორიაკი) და გივი ცინცაძე (არმაზი). მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება აქვთ და ძირითადში არიან მესამეხაზელები - ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი) და იოანე იაშაღაშვილი (ბეიონი).

„მზადების ადრეულ სტადიაზე ასეთი მაღალი დონის მეტოქესთან აქამდე არასდროს გვითამაშია. ორივე გუნდი ახალი შეკრებილები ვართ და ერთგვარი გამოცდა იქნება. გვაინტერესებს როგორ იმუშავებს ჩვენი სისტემები დაცვაში, შეტევაში, დერეფანში და ა.შ. ეს თამაში ჩვენთვის, მწვრთნელებისთვისაც დიდი გამოწვევაა. გვაინტერესებს რამდენად კარგად შევძელით ჩვენი დავალებების მოთამაშეებამდე მიტანა. ბიჭებს მონდომება არ აკლიათ და დანარჩენზე პასუხს პირველი თამაში გაგვცემს“ – ამბობს უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე და განაგრძობს:

„პირველი თამაში დაგვანახებს სად ვართ და ვეცდებით, რომ ყველა კომპონენტში გაუმჯობესება გვქონდეს მეორე შეხვედრამდე. მოსამზადებელ ეტაპზე გვქონდა კონტაქტური ვარჯიშები და რა თქმა უნდა შეცდომები იყო, თუმცა ეს ნორმალურია. კარგი იქნებოდა, რომ ყველა ლეგიონერის გასინჯვის შანსი გვქონოდა, მაგრამ მათი გამოძახების უფლება არ გვქონდა, რადგან „მსოფლიო რაგბში“, ახალგაზრდული ნაკრებების ამხანაგური თამაშებისთვის ოფიციალური ფანჯარა არ არსებობს“.

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის 19-წლამდე ნაკრებების პირველი მატჩი 2 დეკემბერს, „შევარდენზე“ 16 საათზე იწყება. რეგულაციების თანახმად, შერკინებაში მიწოლა მხოლოდ 1,5 მეტრით იქნება შესაძლებელი. მხარეების შეთანხმების საფუძველზე, ორივე გუნდის განაცხადში 29-29 მორაგბეა და ყველა მათგან შეუძლია მოედანზე გასვლა.

სერიის მეორე მატჩი „შევარდენზე“ 5 დეკემბერს გაიმართება და რადგან აფრიკელები ამ დღეს შინ ბრუნდებიან, ის დილით, 11 საათზე დაიწყება.

სამნი 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან

ხვალინდელი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა სამხრეთ აფრიკის 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩინ რუმ. სასტარტო შემადგენლობაში სამივე ის მორაგბე მოხვდა, რომელთაც წელს არგენტინაში 20-წლამდელთა ჩემპიონატი ითამაშეს და ახლაც გუნდთან ერთად არიან - 9 ნომერი ჯეიდენ ჰენდრიქსი (შარქსი), შუამარბი ზველენდაბა მნობო (ვესტერნ პროვინსი) და ბურჯი თაბისო მდლესტშე (შარქსი). „უმცროს ბოკეს“ კვაჭი ჯეიჯეი კოტცე უკაპიტნებს.

გუნდის მზადებით და სავარჯიშო პირობებით კმაყოფილია რუ:

„საქართველოში ძალიან კარგი პირობები გვაქვს და კარგად ვემზადებით. მართალია ახალი შემადგენლობა გვყავს, თუმცა ამ მოთამაშეთა უმრავლესობას ელიტური მოთამაშეთა განვითარების სისტემა ჩვენთან ერთად აქვს გავლილი და ერთმანეთს იცნობენ. ვმუშაობთ და კონცენტრირებულები ვართ თამაშის ყველა ძირითად ასპექტზე. გასათვალისწინებელია, რომ შეკრების შემდეგ ერთად მხოლოდ 4 ვარჯიში ჩავატარეთ“.

რუ ქართველებთან დაძაბული მატჩის მოლოდინშია და სწრაფ რაგბს გვპირდება:

„ისინი ამაყობენ ფიზიკური მონაცემებით და ძალიან კარგები არიან შერკინებაში, მოლსა და რაქებში, ამიტომ, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მნიშვნელოვანია თამაში ავაჩქაროთ, კარგად გავისარჯოთ დაცვაში და მაქსიმალურად ეფექტურები ვიყოთ საკვანძო მომენტებში. ახალგაზრდა მოთამაშეებს ეძლევათ შესანიშნავი შანსი, რომ ადრეულ ასაკში გაეცნონ საერთაშორისო რაგბის და მნიშვნელოვანია შეიძინონ ფასდაუდებელი გამოცდილება“.

U19 საერტაშორისო სერია, პირველი მატჩი

2 დეკემბერი, შევარდენი, 16:00

საქართველო - სამხრეთ აფრიკა

საქართველო: 15. გიორგი მიქანაძე (აკადემია), 14. თემურ კოხოძე (აია), 13. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი, კაპ.), 12. ლაშა ლომიძე (აია), 11. ზურაბ ქავთარაძე (ხარები), 10. ლუკა მატკავა (არმაზი), 9. გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი); 1. მამუკა მსტოიანი (აკადემია), 2. საბა კურატაშვილი (არმაზი), 3. ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი), 4. ლუკა მაჭარაშვილი (ორიაკი), 5. ლუკა ივანიშვილი (ჯიქი), 6. საბა კურტანიძე (ხვამლი), 7. ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), 8. იოანე იაშაღაშვილი (ბეიონი).

მარქაფა: 16. საბა ხონელიძე (აია), 17. ირაკლი პურიჭამიაშვილი (ხარები), 18. ნუგზარ სომხიშვილი (არმია), 19. ვაჟა მაისურაძე (ყაზბეგი), 20. თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი); 21. გუგა მარგველაშვილი (აია), 22. სერგი ჩხაიძე (იუნკერები), 23. ირაკლი სიმსივე (აია); 24. გიორგი სინაურიძე (აია), 25. დავით ლომიძე (ხარები), 26. თემო ჭიჭინაძე (ორიაკი), 27. ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), 28. გივი ცინცაძე (არმაზი), 29. ლევან ბრაგვაძე (არმაზი).

სამხრეთ აფრიკა: 15. კოენ იასპერი (ფრი სტეიტი), 14. მუზი მანიკე (გოლდენ ლაიონსი), 13. ზველენდაბა მნობო (ვესტერნ პროვინსი), 12. დევიდ კელერმენი (ბლუ ბულზი), 11. სტრავინო ჯეიკობსი (ბლუ ბულზი), 10. ჟუან მოსტერტი (ვესტერნ პროვინსი), 9. ჯეიდენ ჰენდრიქსი (შარქსი); 1. თაბისო მდლესტშე (შარქსი), 2. ჯეიჯეი კოტცე (ვესტერნ პროვინსი), 3. არნო ჯეიკობსი (შარქსი), 4. ლუნგა ნცუბე (შარქსი), 5. ადრიან ალბერტსი (გოლდენ ლაიონსი), 6. ლინდო ნკუსანე (გოლდენ ლაიონსი), 7. ვერნერ გუვსი (ბლუ ბულზი), 8. ვილემ სტეენკამპი (ბლუ ბულსი).

მარქაფა: 16. ჯეისონ ალექსანდერი (ვესტერნ პროვინსი), 17. ბენელე მტენჯანე (გოლდენ ლაიონსი), 18. სიფეკალე დუბე (შარქსი), 19. ვერნერ კუცია (შარქსი), 20. ტომას ბარსი (ვესტერნ პროვინსი), 21. ეთან ვენტცელი (ვალკე), 22. დილან დე ლოუ (ვესტერნ პროვინსი), 23. მორნე ბრანდონი (გოლდენ ლაიონსი), 24. დევალდ დონალდი (ბლუ ბულზი), 25. თაბო ნდიმანდე (ვალკე), 26. დიეგო აპოლისი (ბლუ ბულზი), 27. კინან ტვიგი (ლეოპარდსი), 28. რაინარდტ ჯონკერი (შარქსი), 29. ბერნარდ ვან დერ ლინდე (ბლუ ბულზი).

rugby.ge

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)