სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

შაბათს ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ხუთი შეხვედრა გაიმართა. "უოსპსი" - "აჟენის" მატჩზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა კი სხვა მატჩებზეც დავწერთ.
პრემიერშიპში აღზევებული "ლონდონ აირიში" ტოპ 14-ში დაბრუნებულ "ბაიონს" დაუხვდა და 45:31 დაამარცხა. ფრანგული კლუბის რიგებში დებიუტი ჰქონდა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მესამეხაზელს იოანე იაშაღაშვილს, რომელიც მინდორზე 59-ე წუთზე გამოჩნდა.
"სტად ფრანსე" პარმაში "ძებრეს" ეწვია და რთული გამარჯვება მოიპოვა. იტალიელებმა პირველ ტაიმში გარდაუსახავი ლელო დადეს, ხოლო მეორე ტაიმში საჯარიმო ლელო. პარიზელებმა კი პირველ ტაიმში გარდასახული ლელო და ორი ჯარიმა მიითვალეს, რაც მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა - 12:13. გიორგი მელიქიძე მარქაფაში იყო და მარცხენა ბურჯის პოზიციაზე 70-ე წუთზე შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა ბოლო 10 წუთი 13 კაცით ითამაშეს, რადგან ორი მოთამაშე გაუსინბინეს, თუმცა ამით "ძებრემ" ვერ ისარგებლა.
"კასტრმა" შინ "ვუსტერ უორიორსს" 17:9 მოუგო, ხოლო "კარდიფ ბლუზის" და "ლესტერ ტაიგერსის" დაპირისპირებაში სტუმრებმა 11:14 იმარჯვეს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.