ოფიციალურად ავსტრალიას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ოფიციალურად ავსტრალიას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ავსტრალიის ნაკრებს "გლაზგო უორიორსის" მთავარი მწვრთნელი დეივ რენი ჩაიბარებს. აღნიშნული ინფორმაცია ავსტრალიის რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

55 წლის სპეციალისტი შოტლანდიურ კლუბს სეზონის ბოლომდე გაწვრთნის, 2020 წელს კი "ვოლაბებს" შეუერთდა და 3.5 წელი ედგება სათავეში. მისი კონტრაქტი 2023 წლის მსოფლიო თასის დასრულებამდეა გათვლილი.

ახალზელანდიელი მწვრთნელი "გლაზგო უორიორსში" 2017 წლიდან მუშაობს. იქამდე კი, ხუთი სეზონის განმავლობაში "ჩიფსს" ედგა სათავეში, ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა ნაკრებს ედგა სათავეში (2008-2010), 2005-2011 წლებში "მანავატუში" მუშაობდა და იქამდე "ჰარიქეინსის" სამწვრთნელო შტაბში გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ჩეკამ ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც "ვოლაბებმა" მსოფლიო თასის მეოთხედფინალში ინგლისთან უშანსოდ წააგეს.

ფოტო: დეივ რენი

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)