სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

მსოფლიოს 2020 წლის 20-წლამდელთა ალაფას ესპანეთი უმასპინძლებს.
"მსოფლიო რაგბის" გადაწყვეტილებით, ზემოხსენებული ტურნირი 14-27 სექტემბერს, ვალენსიის ავტონომიური გაერთიანების, პატარა ზღვისპირა ქალაქ ვილახოიოსაში გაიმართება, რომელიც ალიკანტეს პროვინციაში შედის.
მსოფლიო 20-წლამდელთა ალაფა პირველად 2008 წელს ჩატარდა. ის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე დივიზიონია და გამარჯვებული ელიტაში გადადის. გასულ წელს ტურნირი ბრაზილიაში გაიმართა, ფინალში იაპონიის ნაკრებმა პორტუგალია 35:34 დაამარცხა და წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, ხოლო ელიტიდან ალაფაზე შოტლანდიის ნაკრები დაქვეითდა და მას ესპანეთში ვიხილავთ.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ესპანეთი "მსოფლიო რაგბის" მიერ ორგანიზებულ ტურნირს უმასპინძლებს.
საქართველომ 20-წლამდელთა ალაფას 2011 წელს თბილისში, ავჭალის და შევარდენის სტადიონებზე უმასპინძლა. მაშინ ჩვენი ნაკრები მესამე ადგილზე გავიდნენ და იქ ისეთმა მოთამაშეებმა ითამაშეს, როგორებიც არიან: ზურაბ ჟვანია, ლევან ჩილაჩავა, ბექა ბიწაძე, გიორგი თხილაიშვილი და კონსტანტინე მიქაუტაძე. ჩვენმა 20-წლამდელთა ნაკრებმა ტურნირის მოგება 2015 წელს მოახერხა და ელიტაში აღზევდა, სადაც 2020 წლის ივნისში ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს. წელს ტურნირი იტალიაში გაიმართება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.